დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არა ძალადობას!“
2013/05/17 19:53:22

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  „ჰაინრიხ ბიოლის“ ფონდის ორგანიზებით ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა. დღევანდელი შეხვედრის თემა იყო: კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზატორები შეკრებილ საზოგადოებას ჰომოფობიის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და დღეს თბილისში მომხდარი ფაქტი დაგმეს.

„იმ ფაქტის შემდეგ, რაც დღეს მოხდა თბილისში ჩვენი საზოგადოება ცოტა სხვა კუთხით შეხედავს ამ მოვლენებს და მისცემს ადამიანს გამოახტვის თავისუფლებას“-აღნიშნა „ჰაინრიხ ბიოლის“ ფონდის მოდერატორმა, ქეთი ბერძენიშვილმა.

გივი ავალიანი, ბლოგერი: „დღევანდელმა აქციამ საზოგადოებაში სხვადა სხვა მოსაზრებები გამოიწვია. მაგალითად, პარლამენტის დეპუტატები სამ ნაწილად გაიყვნენ, ერთ ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი აქცია გამართოს, მეორე უმრავლესი ნაწილი აცხადებს, რომ პოლიციამ კარგად იმუშავა და სიტუაციის ხელში აყვანა შეძლო, რისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ხოლო დეპუტატთა მცირე ჯგუფს მიაჩნდა, რომ სამართალდამცავებს მეტი ძალა უნდა გამოეყენებინათ აქციის დასარბევად. რაც არასწორია. ქვეყანაში, რომლის  ნებისმიერი მოქალაქის უფლების დარღვევა გამართლებული იქნება,  როგორც სრულფასოვან სახელმწიფოს საფრთხე შეექმნება."

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია