დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსჯავრდებულები გამოცდებს საჯარო სკოლებში ჩააბარებენ
2013/05/27 13:07:44

წელს პირველად არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საატესტატო გამოცდებს  თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

 მემორანდუმის ფარგლებში, წელს პირველად, როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, საატესტატო გამოცდები სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში, ჩააბარონ.

 სკოლაში მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რათა სრულად გამოამჟღავნონ ცოდნა.

დამამთავრებელ გამოცდებში მონაწილეობას წელს რვა მსჯავრდებული მოსწავლე იღებს, აქედან ორი წინასწარ პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია.

„მემორანდუმის გაფორმებამდე, მსჯავრდებულების გამოცდებზე დასწრების  საკითხი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, რაც გასულ წლებში მსჯავრდებულებს პრობლემას უქმნიდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შუამდგომლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ, შესაბამისი რეაგირებით, გამოეხმაურა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, დღეს ყველა მსჯავრდებული, ვისაც სწავლის სურვილი აქვს, უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით. ეს არის უწყებათაშორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი,“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია