დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებლებისთვის შეღავათიანი მგზავრობის ბარათების გაცემა დაიწყო – პროცედურები
2015/10/20 17:53:03

საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის და ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების და სხვა თანამშრომლებისთვის შეღავათიანი მგზავრობის ბარათების გაცემა უკვე დაიწყო.


განათლების მართვის სისტემის ცნობით, თბილისში სამგზავრო ბარათის მიღება შეუძლიათ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სკოლის და ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს, ასევე, თვითმმართველი ქალაქების – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში.

 

განათლების მართვის სისტემის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) შეღავათიანი მგზავრობის ბარათების მისაღებად, თბილისში რეგსიტრირებულმა მასწავლებლებმა უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო ბარათების გამცემ სერივისცენტრს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ვშაველას გამზ. N 99.

 

რაც შეეხება რეგიონში რეგისტრირებულ მასწავლებლებს,  ისინი სამგზავრო ბარათების მიღებას გამგეობებში შეძლებენ.

 

 

წყარო:http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია