დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეორადი ჩარიცხვებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2012/09/12 15:07:45

13 სექტემბრის 18:00 საათამდე გრძელდება აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვის რეგისტრაცია. მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4 გამოცდაში (3 სავალდებულო და 1 არჩევითი საგანი) გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვთ გააკეთონ ხელახალი არჩევანი და შესაბამისი კონკურსის გათვალისწინებით მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. 

ამასთან ხელახალი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო, აბიტურიენტები გამოიყენებენ იმავე ელექტრონულ ფოსტას და პაროლს, რაც ქონდათ პირველადი რეგისტრაციის დროს.

აბიტურიენტს უფლება აქვს, აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა, არა უმეტეს ოცისა.

სასურველი პროგრამების ჩამონათვალის გაკეთებისას, აბიტურიენტს უფლება აქვს, აირჩიო მხოლოდ ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც უმაღლეს დაწესებულებას მეოთხე არჩევით საგნად მითითებული აქვს ის საგანი, რომელიც ჩააბა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ჩარიცხვა მოხდება საკონკურსო ქულის გათვალისწინებით.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვაკანტური ადგილების ჩამონათვალსაც ავრცელებს. იხილეთ ჩამონათვალი. 

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია