საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა 2018-2019 სასწავლო წლისთვის გადავადდება
ავტორი: ნატო გუბელაძე
2017/02/08 03:02:42

წელს ვადა გაუდის პირველიდან მეშვიდე კლასამდე სახელმძღვანელოებს და  შესაბამისად ახლის დაბეჭდვა უნდა მომხდარიყო. თუმცა ამ დრომდე სამინისტროს გრიფირების პროცესიც კი არ დაუწყია. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა 2018 წლისთვის გადავადდება.


მინისტრი ამ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს: გამომცემლებთან კონსულტაციის შედეგად გაირკვა, რომ მომდევნო სასწავლო წლამდე სახელმძღვანელოების ნაწილის გამოცემა ვერ მოესწრება. თუმცა გრიფირების კონკურსი გამოცხადდება და  2017 წლის სექტემბრისთვის წიგნების შედგენა მოხდება, მაგრამ მასზე საჯარო მუშაობა, შემოსული შენიშვნების გათვალისწინებით, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ახალ წიგნებ დაბეჭდვა 2018-2019 სასწავლო წლისთვის მოხდება. სკოლებსაც საკმაო დრო ექნებათ სახელმძღვანელოების ასარჩევად.


ამავე დროს, ბატონი  ალექსანდრე განმარტავს, რომ ახალი სახელმძღვანელოების შედგენისას გათვალისწინებული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა გენდერი, დემოკრატიული ღირებულებები, გარემოს დაცვის საკითხები.

 

 

სახელმძღვანელოების დარიგება სამომავლოდაც უფასოდ იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 15165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია