საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ P.S.-ის პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორია სტაჟირებას აცხადებს!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/10 11:17:27

მედიასახლი P.S. („პოსტსკრიპტუმი“),  სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტთან (CSMDI)  ერთად, ქუთაისში პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორიას ხსნის!

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტდამთავრებულ ახალგაზრდებს ძირითადად მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ და თანამედრლოვე მედიის ტექნოლოგიებში პრაქტიკული უნარ–ჩვევები არ გააჩნიათ, მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“,  სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, პრაქტიკული ჟურნალისტიკის მედიალაბორატორიას ხსნის!

ეს პროექტი სპეციალურად მათთვისაა, ვისაც სურს, ჟურნალისტიკაში მაღალპროფესიონალურად დახელოვნდეს და დასაქმდეს კიდეც.


მსურველები კონკურსით შეირჩევიან და სამთვიან პრაქტიკას გაივლიან.


განაცხადის წარმოდგენა  ნებისმიერი პროფესიის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს შეგიძლიათ, თუ მოტივირებული ხართ, რომ პრაქტიკულად დახელოვნდეთ ჟურნალისტიკაში!


თქვენ შესაძლებლობა გექნებათ,პრაქტიკაში დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის პროფესიულ სტანდარტებს, ტრადიცული და ახალი მედიის უნარ–ჩვევებს.


სტაჟირებისას თქვენს განკარგულებაში იქნება შესაბამისი კომპიუტერული თუ ვიდეოტექნიკა. ამ სამი თვის მანძილზე იცხოვრებთ რეალური სარედაქციო ნიუსრუმის რეჟიმში, პროფესიონალი ჟურნალისტების ხელმძღვანელობით მოამზადებთ როგორც ახალ ამბებს გაზეთ P.S. -ისა და ყოველდღიური ინტერნეტგამოცემისთვის, www.psnews.ge , ასევე – სიღრმისეულ სტატიებს, ინტერვიუებსა თუ ფოტო–ვიდეო სიუჟეტებს.


მულტიმედიაპლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში სამუშაოდ გქონდეთ ცოდნა და პრაქტიკული უნარ–ჩვევები.


სტაჟირების პერიოდში, მედიალაბორატორიის სტუდენტების სტუმრები იქნებიან მოწვეული ექსპერტები მედიასამართალში, მედიაეთიკის, ფოტო და ახალი მედიის სპეციალისტები.


მიღებული ცოდნისა და უნარ–ჩვევების შესაბამისად, თქვენ აგრეთვე შეძლებთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ რედაქციის პრესკლუბის საქმიანობაში, მოიწვიოთ თქვენთვის სასურველი ადამიანები პრესკლუბში დისკუსია–დიალოგისთვის და შემდგომ გააშუქოთ მულტიმედიურ ფორმატში.

 

სტაჟირების დასასრულს  10 ბალიანი სისტემით შეფასდება ლაბორატორიის სტუდენტთა საქმიანობა შემდეგი კრიტერიუმებით:


·         სიახლეების ათვისების უნარი;


·         განსხვავებული ხედვისა და თემების მიგნების მიჭი;


·         წყაროების მოძიებისა და გადამოწმების მეთოდები;


·         მოვლენის მულტიმედიური გაშუქების უნარი;


·         გამართული ქართულით მეტყველება და წერა;


·         კრიტიკული აზროვნების უნარი.


 

ისინი, ვინც 70 %–ზე მეტ ქულას მოიპოვებენ, მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს და მიეცემათ რეკომენდაცია მომავალი დამსაქმებლისთვის. სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ შტატგარეშედ გააგრძელონ გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" რედაქციასთან პრაქტიკული თანამშრომლობა.


ისინი, ვინც 90%–ზე მეტ ქულას დააგროვებენ, სერთიფიკატის მიღებასთან ერთად, დასაქმდებიან მედიასახლ „პოსტსკრიპტუმში“.


მსურველებმა 29 აპრილამდე უნდა გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია (cv) და საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე: nato2727@gmail.com ; სასურველია ასევე ჟურნალისტური მასალის გამოგზავნა, ასთის არსებობის შემთხვევაში.


გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს თავად დავუკავშირდებით. გასაუბრება გაიმართება მაისის პირველ კვირაში. სტაჟირებისთვის შეირჩევა არაუმეტეს 20 სტუდენტი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე 577 247711 ან 599 107794


პროექტის ხელმძღვანელი ნატო გუბელაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია