დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტი მაისის დასაწყისში განიხილავს
2011/04/05 12:24:35

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში  უკვე პარლამენტშია. ანგარიშის პლენარულ სესიაზე განხილვის შესახებ გუშინ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ანგარიშის დაჩქარებულ განხილვას ითხოვს.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას განცხადებით, ანგარიშს ჯერ ცალკეული კომიტეტები შეისწავლიან შესაბამის სამინისტროებთან ერთად, მოხდება მასში მოყვანილი ფაქტების გადამოწმება და მხოლოდ შემდეგ გაიტანენ პლენარულ სხდომაზე. ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა დროში არ უნდა გაიწელოს. მასში ფაქტებით გამყარებულია ის მოსაზრებები, რის შესახებაც საუბრობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები სამთავრობო დებატების დროს.

ვეფხვაძის ამ განცხადებას ბიუროს  წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნვეენ, რომ ვინაიდან ანგარიში არის საკმაოდ ვრცელი და მოცულობითი, დაახლოებით 700 გვერდი, საჭიროებს ძალიან დეტალურ შესწავლას ყველა კომიტეტის მიერ.

„თუ ვინმემ მხოლოდ თავი და ბოლო წაიკითხა, ამით სრული სურათი ვერ შეიქმნება. ანგარიშის განხილვისას დაიცვება ყველანაირი პროცედურა, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ კომიტეტებს ექნებათ საშუალება ერთი თვის განმავლობაში შეისწავლონ სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც სავარაუდოდ, მაისი დასაწყისში განიხილება პლენარულ სხდომაზე.  მიმდინარე კვირაში კი პარლამენტარები ბიუჯეტის ცვილებებისა და სახელმწიფოს საგარეო ვალის შესახებ იმსჯელებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია