დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციაში ახალი სამსახური იქმნება
2013/03/27 16:13:23

ქუთაისის საკრებულომ დღეს 29-ე სხდომაზე თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა და დაამტკიცა.

სხდომაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მონიტორინგის შედეგებს და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მიცემულ მითითებებს, რაც ადმინისტრაციულ ხარჯებს, პრემიების რაოდენობას და მისი აუცილებლობის  საჯაროობას შეეხებოდა. ასევე, მითითებები იქნა მიცემული თვითმმართველობაში ხელშეკრულებით შტატგარეშე თანამშრომელთა აყვანის ფაქტზეც.  გასულ წელს, მსგავსი წესით აყვანილ თანამშრომელთა რაოდენობამ 174 მიაღწია.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დასძინა, ყველა მითითება განხილული და პრაქტიკაში გატარებული იქნება.

საკრებულოს სხდომაზე  გახდა ცნობილი, რომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შესული ცვლილებებით, ამ დრომდე არსებული„ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილება“  დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად „ქონების მართვის სამსახურად“ ყალიბდება.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ აღნიშნა, ახალ სამსახურში ახალი კადრების შერჩევა არ მოხდება და ის ძველი სამსახურის კადრებით შეივსება, ასევე „ქონების მართვის სამსახურის“  შექმნა მერიის ადმინისტრაციაში დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს.

29-ე სხდომის დღის წესრიგში არსებული ცხრავე საკითხი ჩვეული სისწრაფით იქნა განხილული და დამტკიცებული.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია