დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„კამელოტის რაინდები“ საქართველოს მთავრობაში
2011/03/31 17:08:53

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პარლამენტში დასრულებული დებატები შეაჯამა და სპეციალური ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა პასუხი გასცა იმ კომენტარებს, რაც მის  მიმართ გამოითქვა უმრავლესობის მხრიდან. მან ასევე წარმოადგინა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის გადასაცემი დოკუმენტები.

 

გია ცაგარეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დებატების ფორმატი დეპუტატთა უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. მერაბიშვილის, ადეიშვილისა და კალმახელიძის მოსმენის სურვილს გამოთქვამდა ოპოზიციონერთა უმრავლესობა. ცაგარეიშვილის განცხადებით, მინისტრების უმრავლესობამ სხდომა დღის პირველ ნახევარში დატოვა და მხოლოდ ნიკა გილაური შემორჩა დარბაზს ბოლომდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის სხდომასა და ნიკა გილაურის გამოსვლას მთელი მინისტრთა კაბინეტი დაესწრო, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის გამოკლებით.

გია ცაგარეიშვილი ეჭვქვეშ აყენებს პრემიერ-მინისტრის პრესტიჟისა და უფლება-მოსილების საკითხს. მან მთავრობის მთელი შემადგენლობა კამელოტის რაინდებს შეადარა, რომელთა ხმლებიც ვანო მერაბიშვილს უჭირავს, ხოლო ნიკა გილაური მისი თანაშემწე და კლერკია.

ბრიფინგის ბოლოს ცაგარეიშვილმა წარმოადგინა კონკრეტულად იმ ადამიანთა სახელები და გვარები, რომლებსაც მანქანები დაუწვეს ოპოზიციის მხარდაჭერისთვის. დეპუტატმა გენერალურ პროკურორს, ადეიშვილს  აღნიშნული საქმეების გამოძიება სთხოვა და მზადყოფნა გამოთქვა დაკითხვისთვის.

როგორც გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მას აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია პენიტენციალური სისტემიდან პატიმრების, მათ შორის ქალებისა და არასრულწლოვნების, მდგომარეობის შესახებ. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ინფორმაცია საიდუმლოა და მისი გამოტანა ჟურნალისტებსა და სახელმწიფო მოხელეებს არ შეუძლიათ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია