დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი მინისტრის კომპანიამ გარემოს 70 000-იანი ზარალი მიაყენა?
2013/06/06 19:49:26

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალუეთში მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. მათი პროტესტი კომპანია ,,ვუდ ექსპორტის" საქმიანობამ გამოიწვია. ეს ორგანიზაცია ორი წელია სანიტარული ჭრის ლიცენზიით სამეწარმეო საქმიანობას აწარმოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სანიტარული ჭრა გულისხმობს დაავადებული და ხმელი ხეების ამოღებას ტყის მასივებიდან, თუმცა კომპანია, სანიტარული ჭრის ნაცვლად, სამერქნე ხეებს ანადგურებს, რასაც ადასტურებს კიდეც სპეციალური კომისიის დასკვნა, რომელიც უკვე ორჯერ იქნა მოწვეული მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. სატყეო დეპარტამენტის პირველმა კომისიამ ტყეზე მიყენებული ზარალი 70 ათასი ლარით შეაფასა და კომპანიის საქმე სასამართლოს გადაეცა. წაბლნარების განადგურების გარდა, ადგილობრივი მკვიდრები ,,ვუდ ექსპორტს“ ეკოსისტემის პრობლემების შექმნაში ადანაშაულებენ. “ვუდ ექსპორტი" დასაქმების ყოფილი მინისტრის, პაატა ტრაპაიძის კუთვნილებაა. ის ამ ფირმის 70%-იანი წილის მფლობელია. ამ პრობლემის შესახებ იცის გარემოს დაცვის მინისტრმაც, რომელიც ადგილზე გაეცნო პრობლემას, თუმცა ლიცენზიანტი ფირმისათვის ჭრის უფლების ჩამორთმევა ჯერ არ მომხდარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია