საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
ჟურნალისტებზე ზეწოლა ლანჩხუთში „პატიორტთა ალიანსის“ წევრების მხრიდან
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/07/10 23:01:08

 

ლანჩხუთში საარჩევნო ციებ-ცხელება გრძელდება.

9 ივლისს ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში ენერგეტიკის მინისტრი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ლიდერი კახი კალაძე ლანჩხუთელ ამომრჩევლებს შეხვდა.


შეხვედრაზე,რომელიც ქალაქის ცენტრალურ სკვერში 19.30 წთ.ზე შედგა, უამრავი ადამიანი მივიდა. კახი კალაძე შეკრებილებს ლანჩხუთელმა პარლამენტარმა, ბიძინა გუჯაბიძემ წარუდგინა. დეპუტატის შემდეგ კი ხალხს თავად მინისტრმა მიმართა:

ზაზა ურუშაძე არისქართული ოცნებისკანდიდატი გამგებლის პოსტზე, ერთადერთი რეალური კანდიდატი, რომელიც ლანჩხუთმა უნდა აირჩიოს თავის გამგებლად. ზაზა ურუშაძე არის პატიოსანი და სუფთა წარსულის მქონე პიროვნება, რომლის გამარჯვებაქართული ოცნებისგამარჯვებაა. ჩვენ ყველა ერთად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გავერთიანდით ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ბრძოლა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, გრძელდება დღემდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ ძალიან ხშირად ვიღებთ საყვედურსნაციონალურ მოძრაობასთანკოჰაბიტაციისთვის. მაგრამ ჩვენ ვერ მოვიქცეოდით უკანონოდ, ვერ დავემსგავსებოდით ნაციონალებს, რომლებიც უკანონოდ ყრიდნენ სამსახურიდან ადამიანებს. ეს ყველაფერი კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს და პროცესები უკვე დაწყებულია.


მინისტრის თქმით, ლანჩხუთში აუცილებლად განხორციელდება მთავრობის პროექტი და აქ მალე 4 საწარმო გაიხსნება:

ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც არარეალურ დაპირებებს იძლევა. ჩვენ გვახსოვს ასეთი წინასაარჩევნო დაპირებები მილიონი სამუშაოს სახით, მაგრამ ისიც გვახსოვს არარეალური და აუსრულებელი რომ იყო. სამაგიეროდ, ჩვენ გპირდებით, რომ ხელს შევუწყობთ მცირე ბიზნესს და ამგვარად შესაძლებელი გახდება ახალი სამუშაოების შექმნა. სახელმწიფოს უკვე შემუშვებული აქვს პროექტი, რომელიც კონკრეტულად ლანჩხუთში 4 საწარმოს დაფუძნებას გულისხმობს“, აღნიშნა კალაძემ.


უნდა ითქვას, რომ მინისტრის სტუმრობის დროს სკვერში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც გამოჩნდნენ. მათი პრესსპიკერი და ამჟამად საკრებულოს წევრი ალიანსის პარტიული სიიდან, დარეჯან ბურჭულაძე ზაზა ურუშაძის კონკურენტის, ბარნაბ ჭყონიას სარეკლამო გაზეთებს არიგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის მხარდამჭერები საკმაოდ გამომწვევად იქცეოდნენ, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.  

ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების სტუმრობას ლანჩხუთში.

ალიანსის კანდიდატისა და საერთოდ, ლიდერების შეხვედრაც ასევე ქალაქის ცენტრში შედგა. მათმა გამოსვლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა სიტუაცია მალევე დარეგულირდა. ოღონდ ექსცესების ამით არ დასრულებულა.


მას შემდეგ, რაც „გურიის მოამბის“ ლანჩხუთის ბიუროს ჟურნალისტმა ესმა ბერიძემ ფოტოების გადაღება დაიწყო, მასთან ყვირილით მივარდა შავოსანი ქალბატონი:

-  შენ ხარ მოსყიდული, ახლავე წაშალე ფოტოები, - უყვიროდა ჟურნალისტს ქალბატონი.

-  მალე გავეცალე, რადგან შევატყვე, რომ ძალიან აგრესიული იყო, - ყვება ბერიძე.

მისი თქმით, როგორც გაარკვია, ქალბატონი „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატის, ბარნაბ ჭყონიას და ყოფილა:

- თავად ალიანსის წევრებმა ეს ინფორმაცია დამიმალეს და მითხრეს, რომ პირველად ხედავდნენ ამ ქალბატონს. მერე გავიგე, რომ ჭყონიას და იყო, - გვითხრა ბერიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტმა ქალბატონებმა ასევე შეურაცხყოფა მიაყენეს „ლანჩხუთის მოამბის“ რედაქტორს, ნუნუ ღლონტს, რის გამოც ღლონტი იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინა:

მუშაობის საშუალებას არ მაძლევდნენ, ილანძღებოდნენ უკანასკნელი სიტყვებით, ამიტომ დავტოვე იქაურობა და წამოვედი, - გვითხრა ნუნუ ღლონტმა.


ირმა ინაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, რის გამოც მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა, თუმცა ბარნაბ ჭყონიას შტაბში ბევრი ყოფილი ნაციონალი და ბევრიც ძველი მოქკავშირელია. შეხვედრაზე ქალაქის სკვერში ალიანსის მხარდამჭერთა შორის იდგნენ ის ადამიანებიც იდგნენ, რომლებიც წლების წინათ, სწორედ მოქ.კავშირიდან „ნაციონალებში“ გადავიდნენ და ახლა ალიანსს წარმოადგენენ.


 

პ.ს. ს.პ.ა.-ს („საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“) ლანჩხუთელი მხარდამჭერებისა და წევრების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის, რაც ძირითადად,სოციალურ ქსელში აგრესიული მიმოწერით ვლინდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია