დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტი 12 მილიონ ლარამდე გაიზარდა
2013/04/18 15:00:06

ქუთაისის  საკრებულოს რიგგარეშე 46-ე სხდომაზე წარმოდგენილ განსახილველ საკითხთაგან მნიშვნელოვანი კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ააიპ-ების თანამშრომელთათავის ხელფასის გაზრდის საკითხი იყო, რომელსაც საკრებულოს წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. გაზრდილი ხელფასები იმ თანხიდან დაფინანსდება, რაც  2013 წლის ქალაქის ბიუჯეტს  დაახლოებით 12 მილიონი ლარის სახით დაემატა. გაზრდილი ბიუჯეტი მნიშვნელოვან სახელფასო ზრდასთან ერთად, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

 საკრებულოს "ნაციონალმა"  წევრა გია უკლებამ ყოფილ თანაგუნდელებს შეახსენა, რომ გასული ცხრა წელი, რომლითაც ასე აპელირებენ მათი ოპონენტები,  სწორედ ხელფასების ზრდას და ქალაქის კეთილდღეობას ხმარდებოდა, ვინაიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი საზრუნავი ქუთაისი იყო.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ  საკრებულოს ფრაქცია "მაჟორიტარის" რიგები, რომლის რეგისტრაციაც მიმდინარე სხდომაზე მოხდა, ერთ-ერთმა მაჟორიტარმა სერგო ლექვინაძემ დატოვა.

როგორც თავად განაცხადა, ფრაქციიდან გასვლის მიზეზი მისი დატვირთული სამსახურებრივი მოვალეებაა, თუმცა მიიჩნევს, რომ როგორც დამოუკუდებელი დეპუტატი, გაცილებით მეტი სარგებლის მოტანას შეძლებს ამომრჩევლებისათვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია