დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯორჯიან მანგანეზმა“ დაიწყო თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა
2013/08/07 22:50:27

დღეს „თეთრების“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს „ჯორჯიან მანგანეზის“ ათამდე თანამშრომელი, რომლებიც არიან ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის წევრები. რაც სავარაუდოდ მათ აქტიურობასთან და 13 აგვისტოს, ზესტაფონში დაგეგმილ „ზესტაფონის გადარჩენის“ აქციასთანაა დაკავშირებული. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაცია

აღსანიშნავია, რომ  „ჯორჯიან მაგანეზი“ რომელიც საქართველოში შემოსულია როგორც ინვესტორი, და რომელიც ვალდებულია, დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, პირიქით ახორციელებს პოლიტიკური მიზეზით არასასურველი თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლებას. აღმაშფოთებელია, როცა სწორედ უცხოელი ინვესტორი მოქმედებს ასე თავხედურად.

აღნიშნულთან დაკავშირებით „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა  მკვეთრი შეფასება გააკეთა:

„მოდის დრო, როცა სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი ზესტაფონის „ფეროსთან“ დაკავშირებული ბანდიტური ჯგუფების საქმიანობა და დასრულდეს მათი თარეში ამ უნიკალურ ქალაქში. სირცხვილია, როცა ხელისუფლება და ჩვენ ყველანი ვეგუებით იმას, თუ როგორ ყვლეფენ ხალხს და ქვეყანას ხელისუფლების მაღალი ეშელონების მხარდაჭერით გათავხედებულნი. ზესტაფონი, სადაც ხალხი გამორჩეულად კარგად უნდა ცხოვრობდეს, პირდაპირ ვთქვათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ეს არის ხელისუფალთა მხარდაჭერით გათავხედებულთა მოქმედების შედეგი“, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია