დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტთან დებატებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას თანაბარი დრო ექნებათ
2011/02/10 19:12:17

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძეთან  საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.  პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები: პეტრე ცისკარიშვილი, პაატა დავითაია, გურამ ჩახვაძე, ლევან ვეფხვაძე და ზურაბ მელიქიშვილი. კონსულტაციები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტთან დებატებისთვის გამოყოფილი რეგლამენტით უკმაყოფილობას გამოთქვამდა და და თანაბარ რეჟიმში ჩაყენებას მოითხოვდა.  კონსულტაციები სწორედ ამგავრი ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად გაიმართა.

გურამ ჩახვაძე:  „საბოლოდ შევთანხმდით, რომ მოხსენების შემდეგ გაიმართება პოლიტიკური დებატები. ყველასთვის არის დრო გამოყოფილი თანაბრად და ვფიქრობ, რომ საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დებატები კარგად ჩატარდეს“.

პეტრე ცისკარიშვილი:  „მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში. ერთის მხრივ, იგი ისაუბრებს, თუ რა გეგმები არსებობს ქვეყანაში, რა გამოწვევები გვაქვს ამჟამად და როგორ აპირებს არსებული პრობლემების დაძლევას. მეორე  მხრივ, ტრადიციად დამკვიდრდა ეს დებატები, პრეზიდენტი გამოეხმაურება ჩვენს შეფასებებს. უმრავლესობაც მივიღებთ მონაწილეობას, ასე ვთქვათ, ინტერაქტიულ რეჟიმში იქნება მუშაობა“.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ყველა თანაბარ პირობებში იქნება. სიტყვით გამოვლენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. მათ 45-45 წუთი ექნებათ სასაუბროდ და ამასთან, ამ დროის გადანაწილება  სხვადასხვა წევრებზეც შეეძლებათ. 15-15 წუთი მიეცემათ  ფრაქციების თავმჯდომარეებს. 5-წუთიანი გამოსვლის საშუალება ექნებათ ვიცე-სპიკერებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს და  ასევე, 5-წუთიანი დროთ ისარგებლებენ დეპუტატები ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიორგი ცაგარეიშვილი და გურამ ჩახვაძე.

დავით ბაქრაძე: „თემები იქნება კომპლექსური. სავარაუდოდ, მოიცავს ყველა იმ თემას, რომელიც აღელვებს საზოგადოებას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოიცავს კონკრეტულ შეხედულებებს და ხედვებს, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება გამოსვლებს, დრო ყველასთვის იქნება თანაბარი და იმედი მაქვს, რომ გაიმართება აქტიური, მწვავე და კონსტრუქციული დებატები.“

საპარლამენტო ფრაქცია  „ქრისტიან-დემოკრატებიდან“  4 წევრი გამოვა სიტყვით - გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე. ისინი ყურადღებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და შიდა პროცესებზე გაამახვილებენ.

ლევან ვეფხვაძე: „შევთანხმდით, რომ დრო ყველასთვის საკმარის იქნება. ჯამში ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს და ყველას გვაქვს იმის იმედი, რომ კრიტიკაზე, შეფასებაზე, კითხვებზე მივიღებთ ადეკვატურ პასუხს პრეზიდენტისგან. ხოლო - ვინ  როგორ გაინაწილებს დროს, ამას უმცირესობა და უმრავლესობა შიდა კონსულტაციებით გადავწყევტთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარლამენტში გამოსვლა დაგეგმილია 11 თებერვალს 18:00-ზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია