დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეყოლება თუ არა ხვალ ქუთაისს ახალი მერი?
2013/05/28 20:02:29

ქუთაისის მერის შესარჩევმა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მერობის მსურველ შერჩეულ 12 კანდიდატთან გასაუბრება დღეს დაასრულა.

კანდიდატთა ნაწილი გასაუბრებით კმაყოფილი დარჩა.

კომისიის წევრები დღის ბოლოს შეიკრიბებიან და შერჩეული კანდიდატების სამოქმედო გეგმასა და პროგრამებს კიდევ ერთხელ გაეცნობიან. მათგან საუკეთესოს ხვალ ქუთაისის საკრებულოს წევრებს წარუდგენენ დასამტკიცებლად.

იმ შემთხვევაშ, თუ საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით წარმოდგენილი კანდიდატი არ დაამტკიცეს, მერის ვაკანტურ პოსტზე კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია