დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რუსული მზადება
2009/07/01 01:49:24

სეპარატისტულ რეგიონებში რუსული სამხედრო ბაზების მოწყობა დასრულდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში 29 ივნისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება სამხედრო წვრთნები „კავკაზ - 2009“, რომლის სცენარი ასეთია: ჯარების პრაქტიკული მოქმედება  ვითარების თანდათანობით გამწვავების რეჟიმში, კრიზისული სიტუაციებიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზრდის“ პირობებში. ანალოგიური წვრთნები „კავკაზ-2008“ შარშან, აგვისტოს ომამდე, 15 ივლისს დაიწყო და თვის ბოლომდე გასტანა - კონფლიქტების ზონებში „მშვიდობის განმტკიცების ოპერაციებში“ ჩართვაზე ფოკუსირებით.

„სწავლების სცენარით, გათვალისწინებულია ჯარების პრაქტიკული მოქმედებების (კონტრტერორისტული ოპერაცია; ტერორისტული ბაზების ლიკვიდაცია; ტერიტორიული და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება; ზურგის ფუნქციონირება) საკმაოდ დიდი მოცულობით შესრულება ვითარების თანდათანობით გამწვავების რეჟიმში, კრიზისული სიტუაციებიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზრდით,“- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში 11 ივნისს.

„წვრთნების დროს შემუშავებული და გაანალიზებული იქნება შესაძლო ადეკვატური ზომების ფართო სპექტრი მოქალაქეების უსაფრთხოების, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კომუნიკაციების, რუსეთის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში“ - აღნიშნულია აქვე.

წვრთნებში, რომელსაც რუსეთის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი უხელმძღვანელებს, მონაწილეობას მიიღებს 8 500-მდე სამხედრო და გამოყენებული იქნება 200 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა, 250 სხვადასხვა ტიპის საარტილერიო დანადგარი. რუსეთის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ვლადიმირ ბოლდირევმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განთავსებული რუსული ბაზების სამხედრო ნაწილები ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ძალებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ფართომასშტაბიან წვრთნებში „კავკაზ- 2009“. რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავდაპირველად დაგეგმილ 3 700 სამხედროზე ნაკლებს განათავსებს თითოეულ რეგიონში.

რუსი სამხედროების რაოდენობა ამ სამხედრო ბაზებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარკვეულწილად შემცირდება, რადგანაც ის ციფრი, რომელიც თავდაპირველად დაიგეგმა, ბევრია,“ - განაცხადა მაკაროვმა              „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში 17 ივნისს. თუმცა, ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.„ჩვენი ძალები იქ განლაგებულია იმ მიზნით, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია იმ რეგიონებში და დაცულ იქნას ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, არ იქნება ძალების ძალიან დიდი კონტინგენტი,“ - აღნიშნა მან.

„დღეს რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც დისლოცირებულია ამ სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე, არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, შეწევთ უნარი, შეასრულონ მათ წინაშე მდგომი ამოცანები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, როგორც შესაძლო ტერორისტული აქტებისა, ისე პირდაპირი აგრესიისაგან,“ - ავრცელებს „ინტერფაქსი“ 18 ივნისს ბოლდირევის სიტყვებს. მისი თქმით, სეპარატისტულ რეგიონებში უკვე დასრულებულია რუსული სამხედრო ბაზების მოწყობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია