დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტები ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმარნენ
2010/12/21 13:39:45

17 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა  საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს დევიზით „ხელი ხელს“. ამ აქციით ზესტაფონის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ წმინდა ბარბარეს სახელობის ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს დაეხმარნენ.

უნივერსიტეტის პრორექტორის შალვა კირთაძის თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციების დროს უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტების გვერდით იქნება. აქციის ინიციატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის პროფესორი ნანა შენგელია, რომელმაც „P.S.“-თან საუბარში განაცხადა: „ჟურნალისტებმა ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რა პრობლემა აწუხებს. ასეთი ბავშვთა სახლები თანადგომას ნამდვილად საჭიროებენ. აქედან გამომდინარე ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ უფრო დაუახლოვდნენ საზოგადოების ამ ნაწილს“.

მეორე და მესამე კურსის სტუდენტების ერთობლივი ძალისხმევითა და კეთილი ადამიანების დახმარებით 400 ლარამდე შეგროვდა, რასაც დაემატა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოყოფილი 350 ლარი. შეგროვებული თანხით ნაყიდი საკვები პროდუქტები, შემოწირული ტანისამოსი, ტკბილეული და სათამაშოები სტუდენტებმა თავად მიუტანეს ზესტაფონის ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს.

 

 მაკა გასაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია