„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ ამ დღეებში ბათუმში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რეგიონული მედია ბავშვთა სიღატაკის დასაძლევად აქტიურ კამპანიას დაიწყებს. ამ მედია-საშუალებებში ბავშვთა სიღარიბესა და მისგან გამომწვევ საფრთხეებზე აქტიურად დაიბეჭდება სტატიები, დაიწყება სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის წიგნების შეგროვების აქცია, რის ფარგლებშიც ქველმოქმედების მსურველები წიგნებს უშუალოდ რედაქციებში მიიტანენ.