დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მიეცით ხმა ქალს"- გენდერული თანასწორობის კამპანია ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/15 16:58:09

"ჟურნალსიტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ორგანიზებით დღეს, ქუთაისში  სხვადასხვა პროფესიის აქტიურ ქალებთან: რეგიონალური მედიის , მერიის თანამშრომლები, საერთაშორისო არასამთავრობო, სამთავრობო , კერძო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი, წინასაარჩევნოდ პოლიტიკაში ქალების გააქტიურება და ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამების მონიტორინგ განხორციელებაა.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს,  ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, კერძოდ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს მათ მიერ შედგენილი მემორანდუმი წარუდგინეს. მათი თქმით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა მათ განცხადებას.


პარლამენტთან თანასწორობის ხეივანიგახსნეს, სადაც  ჟურნალისტები, პარლამენტის და საკრებულოს წევრები, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გენდერული თანასწორობის ნიშნად 50 ხე სიმბოლურად დაირგო.


საბოლოოდ, ქუთაისის მერიაში გაიმართა დისკუსია თემაზე "ქალი და პოლიტიკა".


"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ხელმძღვანელი თამარ კაციტაძის განცხადებით, უნდა გააქტიურდეს ქალების როლი პოლიტიკაში.


" ქალები არიან აქტიურები, მაგრამ არ იციან როგორ წავიდნენ პოლიტიკაში. ჩვენი კამპანიის მიზანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ქალების მოტივირება, რათა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, როგორც კანდიდატებმა, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში მნიშვნელობის კუთხით. დისკუსიით  გამოვავლოინოთ რა პრობლემები არსებობს ქუთაისში ამ მხრივ და მივაწოდოთ ქალებს ხმა, რომ  აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში, მათ ეს შეუძლიათ,"-განაცხადა თამარ კაციტაძემ.


ორგანიზაცია "ჟურნალსიტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" იმერეთის კოორდინატორის დავით ლიკლიკაძის განცხადებით, მათ შეიმუშავეს მემორანდუმი, რაც საკანონმდებლო ორგანოსათვისაც მისაღები გახდა.


"დღეს არის თანასწორობის  დიდი ზეიმი, "ჟურნალისტთა ქსელმა" ქუთაისში აქტიური კამპანია გამართა, რომ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება გენდერულ თანასწორებაზე. თუ არ გადაგიწყვეტიათ ვის მისცეთ ხმა, ქალს მიეცით ხმა,"-განაცხადა დავით ლიკლიკაძემ.


აღნიშნული პროექტი 2013 წლის ოქტომბრში დაიწყო და როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში დასრულდება.


 მსგავსი შეხვედრები  უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კამპანია  პროექტისჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვისფარგლებში იმართება, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციაჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვისახორციელებს, პროექტი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი(IFES) ორგანიზებით ხორციელდება.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია