დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედათა შექმნილმა ნამუშევრებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
2013/04/26 14:29:10

დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში შექმნილი თექის, გობელენებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს მონასტრის დედებისა და მორჩილების ნამუშევრებს, განსაკუთრებით - თექაში შესრულებულ ულამაზეს ნატურმორტებსა და კომპოზიციებს, ეროვნული თვითმყოფადობით გამორჩეულ გობელენებს. ნამუშევრების ნაწილი გაიყიდა კიდეც და - საკმაოდ იაფად.

გამოფენის მაღალი მხატვრული დონით აღფრთოვანებული საზოგადოება ცალკეული ნამუშევრების ავტორებს კითხულობდა, რაზეც დედებისაგან პასუხად მიიღეს, რომ ეს მთლიანი შემოქმედება მონასტრის სახელითაა წარმოდგენილი და, საერო პირებისაგან განსხვავებით, ინდივიდუალური ავტორები არ განიხილებიან.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია