დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გაიცანით, ის გმირია“
2013/03/21 11:56:26

კონკურსი „გაიცანით, ის გმირია“ დასრულდა

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  2013 წლის 20 მარტს, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით  კონკურსის „გაიცანით, ის გმირია“  ფინალური ეტაპი გაიმართა.

კონკურსში პროგრამის იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების   სამოქალაქო კლუბებისა და საინიციატივო ჯგუფების  წევრები მონაწილეობდნენ. რომლებსაც საშუალება ჰქონდათ კონკურსის გამოცხადებიდან  ერთი თვის მანძილზე წარმოედგინათ სლაიდ-შოუები  და ვიდეოფილმები მათ რჩეულ, ნაცნობ თუ უცნობ სამოქალაქო გმირებზე.  20 მარტს კი კონკურსის მონაწილეებმა პრეზენტაციები თავად წარმოადგინეს და შეეცადნენ კომპეტენტური ჟიურისათვის  დაემტკიცებინათ  თავთავიანთი გმირების უპირატესობა.  ჟიურის შემადგენლობა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, წარმომადგენელი თათია გოქაძე, ტელეკომპანია „მეგა -TV“-ის საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი ალეკო გვეტაძე, გაზეთის „იმერეთის მოამბე“ ჟურნალისტი ლელა ხაჭაპურიძე, ქუთაისის 23-ე და 30-ე საჯარო სკოლის დირექტორები ნესტან ხურციძე და მიხეილ გიორგაძე.

„ამ კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიცნეს ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც იყვნენ როზა პარკსი, მალალაი ჯოია, აჰმედ ბათემი, ირენა სენდლერი, ისეთი გმირები, რომლებმაც ჩუმად იცხოვრეს - აგვისტოს ომში ბრძოლაში  დაღუპული მიშიკო დვალიშვილი, ეროვნულ მთლიაობას თავშეწირული გია აბესაძე, ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც თავისი სოფლის, თავისი რაიონის ცხოვრება შეცვალეს. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ კონკურსის ჟიურის წევრობა, მართლა რთულია, საუკეთესოებს შორის საუკეთესო ამოარჩიო,’’- განაცხადა ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თათია გოქაძემ.

ჟიურიმ ხუთი გამარჯვეული გამოავლინა, რომლებიც სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ. სიგელები და სიმბოლური პრიზები გადაეცა ყველა მონაწილეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია