დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რამდენი ლარი დაიხარჯება 2011 წელს მეორე დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე?
2010/11/22 14:08:14

როდესაც ადამიანი უცხო ქალაქში ჩადის, სანამ შენობაში შევა, გარედან ათვალიერებს. ინტერიერის დათვალიერებისას კი ხან იმედი უცრუვდება, ხან - პირიქით... თუ რეაბილიტირებული მეფეთუბნის (მართლა რეაბილიტირებულია?) ზოგიერთ შენობას შიგნით დაათვალიერებთ, კარგადაც იცით, რა დაგხვდებათ იქ.

მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, ქალაქის იერსახის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. ოღონდ ფასადების შელამაზებას შიდა-იერსახის მოწესრიგებაც უნდა მოჰყვეს...

2010 წლის ბიუჯეტიდან ამ სფეროსთვის 103,0 ათასი ლარი გამოიყო. იგი ცენტრში არსებული საათისა და ქალაქის შემოსასვლელში ქუთაისის აღმნიშვნელი სტენდის კაპიტალურ შეკეთებას (9 995,0) ფირნიშების დამზადება-გაკვრას (23 600,0) და ილია ჭავჭავაძის გამზირსა და აკაკი წერეთლის ქუჩის გადაკვეთასთან მდებარე გზაგამტარი ხიდის მოწესრიგებას (19 946,0) მოხმარდა. რეზერვში დაახლოებით 3000 ლარია, რომელიც საგანგებო სიტუაციისთვის არის შემონახული.

2011 წლისთვის კი ქალაქის იერსახის მოწყობაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც ანდრო მაღლაკელიძე, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ამბობს: „ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, ეს თანხა 20-25 ფასადის გაკეთებას მოვახმაროთ, თუ ავიღოთ ერთი რომელიმე უბნის ნაწილი და მთლიანად მოხდეს მისი რეაბილიტაცია. ვიცით, რომ გარე-იერსახის მთლიანი მოწესრიგებისთვის ეს თანხა საკმარისი არ არის. ცენტრი რომ სრულყოფილად გაკეთდეს, დაახლოებით 20-25 მილიონი ლარია საჭირო. ქალაქში არ არის აბრები, სადაც იქნება მინიშნებული, სად მდებარეობს ცენტრი, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და ა.შ. ამ კუთხითაც ვმუშაობთ, რომ უცხომ ადვილად გაიკვლიოს გზა ქუთაისში. ნელ-ნელა დაემსგავსება ჩვენი ქალაქი მეორე დედაქალაქს. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი“.

ქუთაისელების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ მართლაც კარგია განახლებულ ქალაქში ცხოვრება, გარემონტებულ შენობებს არაფერი სჯობია (ოღონდ - ბოლომდე გაკეთებულის და არა თვალის ასახვევად გარედან შელამაზებულის). მაგრამ მთავარი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის მაინც სოციალური პრობლემების მოგვარებაა. იმედი ვიქონიოთ, მომავალი, 2011 წლის ქუთაისის ბიუჯეტში უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა ამ პრობლემების მოგვარებას, ვიდრე 2010 წლის ბიუჯეტში. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჯანდაცვასა და სოციალურ პრობლემებს სულ ბიუჯეტის 0,6% დაეთმო.

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია