დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ალიფაშას მეორე ღალატი“ პრესტიჟულმა ამერიკულმა გამომცემლობამ შეარჩია
2011/03/07 12:39:35

პოეტი გიზო თავაძე ახლახან აჭარის მწერალთა ორგანიზაციამ  ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული პრემიით დააჯილდოვა, ამ დღეებში კი აშშ, ილინოისის შტატის უნივერსიტეტის გამომცემლობა „დალკი არქივ პრესიდან“ საგულისხმო წერილი მიიღო.

რედაქტორის ასისტენტი ჯეფრი ზუკერმანი სწერს: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ თქვენი მოთხრობა    „ალიფაშას მეორე ღალატი“ შეირჩა „დალკი არქივის“ გამომცემელთა მიერ და განთავსდა მოკლე სიაში, რომელიც წარმოადგენს დანართს „საუკეთესო ევროპული მხატვრული ნაწარმოებები - 2012“. წელს ჩვენი მოწვეული რედაქტორი კვლავ ალექსანდრე ჰემონი იქნება და სწორედ იგი განახორციელებს მომდევნო თვეებში ყველა ძირითად არჩევანს.

...ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს შეთანხმება არ არის ექსკლუზიური და ყველა უფლება ავტომატურად დაგიბრუნდებათ, თუ ბატონი ჰემონი არ აირჩევს თქვენს მოთხრობას კრებულისათვის „საუკეთესო ევროპული მხატვრული ნაწარმოებები - 2012“.

ბარათს თან ახლავს ხელშეკრულება,რომელშიც ქართველ ავტორს საგამომცემლო პირობებს სთავაზობენ. კრებული, რომელშიც გიზო თავაძის ნაწარმოების შეტანის საკითხი განიხილება, მრავალ ენაზე გამოდის და შიგ თანამედროვე მწერლების საუკეთესო ნაწარმოებები შეაქვთ ხოლმე. ასე რომ, მოთხრობის უბრალოდ წარდგენაც კი, თავისთავად, სასიხარულო ფაქტია ქუთაისელი ავტორისათვის. იგი თვლის, რომ სოლიდური ამერიკული გამომცემლობის ასეთი დაინტერესება მისი მოთხრობით, უპირველესად, ნაწარმოების თემამ და საბჭოთა ცენზურის პირობებში ქართული საზოგადოებრივი ყოფის მხატვრულმა ჩვენებამ განაპირობა.

 

ნანა ქვიშარელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია