დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრადიციული ორმაისობა და ქუთაისქალაქობა
2012/04/30 13:53:47

2 მაისს ქუთაისი ქუთაისქალაქობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

 

ქუთაისქალაქობის აღნიშვნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით დილის 9 საათიდან დაიწყება. ამის შემდეგ ქალაქის ბულვარში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქს დღის 12 საათზე სხვადასხვა ქვეყნის ელჩთა კორპუსი ესტუმრება, რომლებიც ღონისძიებებს დაესწრებიან.

შემდეგ ქალაქის სტუმრები მესამე სკოლის წინ გადაინაცვლებენ, სადაც გვირილებიანი გოგონას სკულპტურას გახსნიან.

როგორც „P.S.“-სთვის გახდა ცნობილი, ქუთაისში ამ დღეს პრეზიდენტიც ჩამოვა. იგი თავად გახსნის ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის რეაბილიტირებაც რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

ქუთაისობის დასასრულს სცენაზე დუეტი „ჯორჯია“ ავა, რომლის შემდეგაც სცენას „ჯეოსტარელები“ დაიკავებენ, ხოლო,  დასკვნით  ეტაპზე,  წამყვანები - თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილი მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტს წარუძღვებიან.

„კულტურის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა ქუთაისქალაქობაზე ჩვენს თანაქალაქელებს და სტუმრებს ერთი ლამაზი   და  დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ,“  -   განუცხადა         „P.S.“-ს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ლეკვეიშვილმა.

ქუთაისობაზე წასვლას და ღონისძიებებზე დასწრებას დიდი ინტერესით აპირებს ადგილობრივი მოსახლეობაც.

„დილიდან ვგეგმავთ მთელი ოჯახი წამოსვლას, ძალიან მიყვარს ქუთაისქალაქობა, კარგი ღონისძიებები იგეგმება და კარგად ვერთობით. ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა აქტივობებში და, მოკლედ, ძალიან ვმხიარულობთ,“ - ამბობს ქუთაისის მკვიდრი ელზა მიქავა.

„ამ დღისთვის თბილისიდან ჩამოვედი სპეციალურად, რომ დავესწრო. გავიგე, ნინო ქათამაძეც იქნებაო და ძალიან მიხარია. დილიდან ქალაქის ცენტრში ვიქნები და ყველაფერს დავესწრები,“ - თქვა გივი კილასონიამ.

„დარწმუნებული ვარ, ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ სახლში როგორ გავჩერდები, გამოვალ და ვივლი ჩემთვის. მაინტერესებს, რა ღონისძიებები იქნება, როგორ გაახარებენ ქუთაისელებს,“ - აღნიშნა პენსიონერმა ჯუმბერ ლომთაძემ.

საღამოს დასასრულს გრანდიოზული ფეიერვერკი მოეწყობა. ქუთაისქალაქობა, როგორც კულტურის, სპორტის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, 80 000 ლარი დაჯდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია