დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურის სამინისტროს დელეგაცია იმერეთს სტუმრობს
2013/06/25 14:40:55

დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სამინისტროს  დელეგაციასთან ერთად, იმერეთში იმყოფება. დელეგაციამ უკვე მოინახულა რევაზ ლაღიძის სახლი, რომელიც ამ დრომდე არ ატარებს სახლმუზეუმის სტატუსს. კულტურის მინისტრის თქმით, ლაღიძის კულტურული ცენტრი მიმდინარე წელს აუცილებლად მიიღებს სახლ-მუზეუმის სტატუსს.

დელეგაციამ მოგვიანებით მოინახულა ბაღდათში  ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი და იქვე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი. არსანიშნავია, რომ 2013 წელი   მაიკოსვკის წლად არის გამოცხადებული.

3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს დელეგაცია ქუთაისსაც ესტუმრება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია