დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი აბაშიძის ცხოვრება ფოტოებით
2009/12/28 13:04:59

წელს გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი პო­­ტის და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სახელობის პრე­მი­ის ლა­­რე­­ტის, ირაკ­ლი აბაში­ძის დაბადების 100 წლის იუბილეა. ქუ­თა­ის­ში ამ თა­რიღს ფო­ტო­გა­მო­ფე­ნით გა­მოეხმა­ურ­ნენ. რო­მე­ლიც და­ვით კა­კაბაძის სახელობის სახვი­თი ხელოვ­ნების გა­ლე­რე­­ში 21 დე­კემბერს გა­­მარ­თა.

 

ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში ირაკ­ლი აბაში­ძის ცხოვ­რების ამ­სახვე­ლი ფო­ტოები იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს ფო­ტოები ჯერ თბილის­ში გა­მო­ი­ფი­ნა.

„ჩვენ ეს გა­მო­ფე­ნა მოვხსე­ნით და ქუ­თა­ის­ში წა­მო­ვი­ღეთ, თუმ­ცა, ისიც გა­მა­გო­ნეს, რა დროს ირაკ­ლი აბაში­ძე­ა­ო, მაგ­რამ ყოველ­თვის, რო­ცა გა­დაშ­ლი და წა­ი­კითხავ მის ლექსს „ხმა კა­ტა­მონ­თან“, მიხვდები, რომ მი­სი დრო არა­სო­დეს წა­ვა,“ თქვა ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, გა­ნათ­ლების, სპორ­ტი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სამ­სახურის უფ­როს­მა გი­ზო თა­ვა­ძემ.

ფო­ტოებზე კი ის ეპო­ქაა ასახული, რო­მელ­საც ირაკ­ლი აბაში­ძე სხვებთან ერ­თად ქმნი­და: სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, გრი­გოლ აბაში­ძე, ჯონ სტა­ინბეკი, ჩინ­გიზ აიტ­მა­ტო­ვი, რა­სულ გამ­ზა­თო­ვი, ნი­კო­ლოზ ტიხონო­ვი და სხვები.

გა­მო­ფე­ნის გახსნის დღეს თბილი­სი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­იუბილე­ოდ გა­მოშ­ვებული ბრო­შუ­რები და­ა­რი­გეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია