დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიჭირე გადამწყვეტი წამი ქუჩაში!
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
2015/11/25 15:39:09

საჯარო ლექცია ქუთაისში „ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი“

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბის“ ორგანიზებით დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში  ფოტოგრაფისა და ტრენერის გიორგი ბეჟაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი“ გაიმართა.

 

ყველაფერი 1839  წელს დაიწყო, მსოფლიო ფოტოგრაფიას გაეცნო. ფრანგფიზიკოსის ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსის მიერ მიღებული შენობის, ხისა და ბეღლის ბუნდოვანი სურათი პირველი ხანგამძლე ფოტოგამოსახულება გახდა. საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს ტექნოლოგიურ მოვლენას „ მაგიურ  შავ ყუთს“, რომლის გარეშე დღეს არც ერთი ოჯახი აღარ არსებობს.

 

ეჟენ ატჟე, ბერენის ებოტი, ანრი -კარტიე ბრესონი(ის ქუჩის ფოტოგრაფიის დანფუძნებლად ითვლება), ვივიენ მაიერი, ბრიუს გილდენი, შახ აივაზოვი, გიორგი გოგუა ...  ეს იმ ფოტოგრაფთა ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებას, პორტფოლიოებსა და ქუჩის ფოტოგრაფიას მსმენელი გაეცნო. დაათვალიერეს „უცხოს“ ანუ გიორგი ბეჟაშვილის თვალით დანახული ქუჩა. ტრენერისაგან პროფესიული რჩევები  მიიღეს, თუ როგორ უნდა დაიჭიროს ფოტომოყვარულმა ქუჩაში გადამწყვეტი წამი.

 

როგორც ფოტოგრაფმა გიორგი ბეჟაშვილმა აღნიშნა, ლექციის მიზანი ამ ჟანრის გაცნობა და პოპულარიზაციაა.

„არ არის აუცილებელი გქონდეს პროფესიონალური ფოტოაპარატი, გადამწყვეტი წამის გადაღება უბრალო აპარატითაც  შესაძლებელია. მთავარია, გადაიღოთ ძალიან ბევრი ფოტო ქუჩაში,“- აღნიშნა ფოტოგრაფმა.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოფილების კლუბი“ გეგმავს, რომ გიორგი ბეჟაშვილთან ერთად ახლო მომავალში უფრო ხანგრძლივი პროექტი შესთავაზოს ქუთაისელ (და არა მხოლოდ ქუთაისელ) ფოტომოყვარულებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია