დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მე – ადამიანი“ ქუთაისში
2009/11/03 14:50:25

2-4 ნოემბერს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მე-3 სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელიც  საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.

მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი „მე-ადამიანი“ უნიკალური ფესტივალია „ბორბლებზე“. ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. მაყურებელს შეუძლია ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვა. ყოველწლიურად კინოფესტივალი 10-12 მაღალხარისხოვან უცხოურ დოკუმენტურ ფილმს წარადგენს. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ის სამხრეთ კავკასიის 51 დასახლებულ პუნქტში გაიმართა.

ფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველო“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტი (ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა), შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია