დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში დეპუტატთა ჩაცმულობა განსჯის საგანი გახდა
2013/02/22 16:43:02

დღევანდელ  პლენარულ  სხდომაზე განიხილებოდა ბიძინა გუჯაბაძის ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. რეგლამენტის პროექტის თანახმად, სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. ამ საკითხმა დეპუტატების გამოცოცხლება გამოიწვია და შესაბამისად, ბევრი შეკიხთვაც დაისვა.

როგორც აღმოჩნდა, უმცირესობის ზოგიერთ წარმომადგენელს საკითხის მიმართ სკეპტიკური და ირონიული დამოკიდებულება აქვს. ხათუნა გოგორიშვილი თვლის, რომ მსგავსი ჩანაწერის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მოქმედი კანონმდებლობითაც არის შესაძლებელი პარლამენტში ეროვნული ტანსაცმლით მოსვლა.

გოგა ხაჩიძეს კი მიაჩნია, რომ პარლამენტში ჩოხითა და ჩიხტიკოპით სიარული პრაქტიკული არ იქნება. მან დღეს გუჯაბიძეს ბრალი ჰომოფობიურობაშიც დასდო.

„ბიძინა გუჯაბიძემ რამდენიმე დღის წინ „პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჩემზე განაცხადა: ხაჩიძეს შეუძლია ჩოხით იაროს ან კიდევ რომელიმე უმცირესობის ფორმაში გამოწყობილმა. მე ვეკითხები მას, რას ნიშნავს ეს?“ - განაცხადა ხაჩიძემ.

ხაჩიძის ბრალდებას ბიძინა გუჯაბიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მას ჟურნალისტებმა უთხრეს  რაღაც და ამაზე გააკეთა კომენტარი. მისივე განცხადებით, არაფერ შუაში არ არის ჰომოფობია. მან კოლეგებს მოუწოდა, რომ უფრო სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს, ყოველგვარი ირონიის გარეშე.

ზოგიერთი დეპუტატი ასევე მოითხოვდა, რომ უფრო ზუსტად განიმარტოს, რას იგულისხმება სიტყვაში „ეროვნული“. ზოგიერთს კი ის აწუხებდა, ცვლილების თანახმად, ეროვნული ტანსაცმლით სიარული სავალდებულო გახდება თუ ნებაყოფლობითი.

გუჯაბიძის განმარტებით, ეროვნული ტანსაცმლით სიარული მხოლოდ დეპუტატის სურვილზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, მათ შეეძლებათ, რომ სადღესასწაულო დღეებში მოვიდნენ ასე გამოწყობილები. „მე იმიტომ დავაყენე ეს ცვლილება დღის წესრიგში, რომ ამ დრომდე საპარლამენტო რეგლამენტში დეპუტატთა ჩაცმულობასთან დაკავშირებული ჩანაწერი არ არსებობდა,“ - განაცხადა გუჯაბიძემ.

აღნიშნულ ცვლილებაზე მსჯელობა შემდეგ პლენარულ სხდომებზეც გაგრძელდება.

ნათია მატარაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია