დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აქცია „კომპიუტერი ერთი ლარიდან“ ყველასათვის როდია!
2010/10/18 13:27:33

პრეზიდენტის მიერ გამოცხადე-ბული აქცია „კომპიუტერი ერთი ლარიდან“ თერთმეტ ოქტომბერს ძალაში შევიდა. აქციით დაინტერესებული ქუთაისში ტექნიკის მაღაზია „ალტას“ ვესტუმრე, რათა გამეგო, რა პირობებში ხდებოდა განვადება. 

განვადების შესახებ გაყიდვების მენეჯერმა გვიამბო: „აქციის პარტნიორი „ტაოპრივატბანკია“, სესხის დაფარვა ორი წლის განმავლობაში შეგიძლიათ! კომპიუტერის ფასი 730 ლარიდან იწყება და 1200 ლარამდეა. განვადება სამი ეტაპით ხორციელდება. თუ თქვენ გადაწყვეტთ და შეიძენთ 730 ლარის ღირებულების კომპიუტერს, დღეში გადაიხდით ერთ ლარს. თუ კი რვაასიდან - ცხრაას ლარამდე, ორ ლარს და ცხრაასიდან ზემოთ - ოთხ ლარს“.

არჩევანი დიდია! როგორც იქნა, 865 ლარიანი შავი ფერის ლეპტოპი შევარჩიეთ და განვადების გაკეთება დავიწყეთ.

გაყიდვების მენეჯერს პირადობის მოწმობა გადავეცით და მონაცემების შევსებას შეუდგა. პირველ რიგში, სამსახური, მშობლების საქმიანობა და ოჯახში შემოსავალი მოგვთხოვეს. ყველა კითხვას სათანადოდ პასუხი გავეცით და შემდეგ „ტაოპრივატბანკის“ წარმომადგენელთან გადაგვამისამართეს. ბანკირმა გადამოწმებული მონაცემები სათაო ოფისში გააგზავნა. მოგვიანებით კი დასძინა: „განვადება თუ დაგიმტკიცდებათ, პირველი შემოსატანი 865 ლარის 20 პროცენტი გექნებათ, ასევე ორი წლის განმავლობაში ყველა თვის ბოლოს 51 ლარი.“ ამ ყველაფერზე თანახმა ვიყავით, რადგან ნოუთბუქის შეძენა გვსურდა. თუმცა ბანკისგან შეტყობინება ასეთი შინაარსის მივიღეთ: „პატივცემულო მომხმარებელო, არ დაგიმტკიცდათ სესხი მოცულობით 865.GEL.11.10. 2010-ში.“

საკვირველი კი ტელემედიით გავრცელებული ინფორმაციაა, რომ თითქოს განვადების პროცედურა გამარტივებულია და ყველას შეუძლია კომპიუტერის შეძენა! თუმცა, თურმე, სულ ყველას არა! არამედ მხოლოდ იმ კატეგორიის ნაწილს, რომელთაც მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია