დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თემურ ცამციშვილს ბრალი ქალაქის სიყვარულისთვის წაუყენეს?
2013/03/05 13:24:31

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მხარდასაჭერი აქციები  გრძელდება. დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე,  სოლიდარობის აქცია იმ ახალგაზრდებმა გამართეს, რომლებიც მერიის კულტურის სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართულნი.

აქციის სახელწოდება იყო "ბრალდებულია ქუთაისის საყვარულისთვის," რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა იმიტირებული პროცესი გამართეს, სადაც პროექტები ("მე მიყვარს ქუთაისი", "ორმაისობა -ქუთაისობა", "თეატრალური ფესტივალი", "ბანაკი სულორი") გააცოცხლეს და თემურ ცამციშვილს ბრალი მათი განხორციელების გამო წაუყენეს.

 აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ იმიტირებულ პროცესზე ცამციშვილისათვის განაჩენი არ გამოუტანიათ, რაც ცენტრალურ მოედანზე შეკრებულმა  ახალგაზრდებამ იმით ახსნეს, რომ ქალაქის განვითარებისთვის, მისი უკეთესი მომავლისა და ასევე სიყვარულისთვის ჯერ არავინ გაუსამართელებიათ, ამიტომ, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ ცამციშვილისათვის წაყენებული ბრალი მათთვის სასაცილოა და მეტი არაფერი.

კულტურის, სპორტის და ასევე ახალგაზრდობის სფეროების წარმომადგენლებმა, იმიტირებული პროცესის დასრულების შემდეგ ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც პროცესის დაწყებამდე, ( თემურ ცამციშვილის სასამართლო პროცესი დღეს 12 საათისათვის იყო ჩანიშნული) მოსამართელეს წარუდგენენ და მხარდაჭერას სთხოვენ, ვინაიდან ქუთაისში დაგეგმილ არაერთ კულტურულ და სპორტულ პროექტებს შეჩერების საფრთხე არ დაემუქროს.

  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია