დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა დაუბარა ნაკაშიძემ საკუთარ სტუდენტებს
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/08/26 16:02:11

ყოფილი „რესპუბლიკელი“ ვლადიმერ ნაკაშიძე, რამდენიმეწლიანი პოლიტიკური ტაიმ-აუტის შემდეგ, საჯარო სტრუქტურაში იწყებს სამსახურს. ნაკაშიძეს ქუთაისის მერიის საბინაო საქმეთა სამსახური ჩააბარეს.

 

აღნიშნულ პოსტზე მან კახაბერ დალაქიშვილი ჩაანაცვლა და უკვე ერთი კვირაა, თანამდებობას იკავებს.

 

ნაკაშიძე წლების განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის  ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელი მხოლოდ საუნივერსიტეტო საქმიანობით იყო დაკავებული. იგი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

 

თავის დროზე ნაკაშიძის  მიერ პარტიის დატოვების ფაქტს განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ფიგურა საზოგადოების დიდ ნაწილში დადებით დამოკიდებულებას იწვევს.

 

რა გეგმები აქვს ახალი პოსტის პირობებში, ამაზე საუბარს უახლოეს მომავალში სამსახურში „დალაგების“ შემდეგ აპირებს, იქამდე კი აღნიშნავს, რომ „ბურთი და მოედანი საქმის კეთებისთვის დაუთმეს“.


„არასდროს მიოცნებია მერიის ჩინოვნიკობაზე, წარმომადგენლობით ორგანიზაციაში ვხედავდი ყოველთვის ჩემს თავს. ამ არჩევნებზე უარი ვთქვი რესპუბლიკელებში მიბრუნებასა და ნიკეას მაჟორიტარობაზე. რომ მითხრეს, საქმის კეთება თუ გინდა, აჰა, ბურთი და მოედანიო, დავთანხმდი.“ 

 

საჯარო სამსახურში გადასულმა საკუთარ facebook გვერდზე სტუდენტებს გამოსამშვიდობებელი ტექსტიც დაუტოვა.

 

ჩემო საყვარელო და მონატრებულო სტუდენტებო, 

 

ძალიან მომენატრეთ, მაგრამ წელს ჩემს გარეშე მოგიწევთ გამოცდებთან გამკლავება. სხვა სამსახურში გადასვლის გამო საგამოცდ ცენტრში აღარ ვიქნები. ჩემს კოლეგებს, იმედია, გული არ დაწყდებათ, როცა წაიკითხავენ, რომ ყველაზე მეტად თქვენთან, სტუდენტებთან დაშორებაზე მწყდება გული. ყოველთვის ვცდილობდი, თქვენს გვერდით ვყოფილიყავი და შეძლებისდაგვარად პრობლემები შემემსუბუქებინა, თუმცა მჯერა, ვინც იქნება ჩემს ადგილზე, იგივეს გააგრძელებს. გამოცდებზე აუცილებლად შემოგივლით და იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია