დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი დამატებით 5 მილიონ ლარს მიიღებს
2013/06/24 14:55:02

იმერეთის ავტობანის  მშენებლობის ფარგლებში, ქუთაისი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 5 მილიონ ლარს მიიღებს.  ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირევით  დამატებითი თანხის გამოყოფა ავტობანის ნიკეას დასახლებასთან შეერთებას უკავშირდება. ამის შესახებ  ქუთაისის მერმა დღეს გამართულ  პერსკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ქუთაისში ვიზიტისას გადაწყდა. როგორც ცნობილია,  პროექტი, სახეწოდებით „ქუთაისი-ზესტაფონი-სამტრედია", ქუთაისს კილომეტრნახევრით უვლიდა გვერდს. ახალი ინიციატივით ავტობანი ნიკეას დასახლებას შეურთდება, რის შედეგადაც ის ქალაქს დაუკავშირდება.

დღევანდელ  პრესკონფერენციაზე, ქალაქის მერმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან, დაგეგმილ შეხვედრაზე.

„ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა ქუთაისის განვითარების საქმეში,“ – განაცხადა  დიმიტრი კოპალიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია