დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ხელისუფლება პრემიებზე უარს ვერ ამბობს
2013/06/19 13:48:08

ყველაზე მეტი პრემია თავდაცვაში, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტში გაიცა

ახალი ხელისუფლება პრემიებზე უარს ვერ ამბობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ყველაზე მეტი პრემია თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში გაიცა. 

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ თავდაცვის უწყებამ ოქტომბრიდან თებერვლის პერიოდში 5 663 731 ლარის პრემია გასცა, ფინანსთა სამინისტრომ ოქტომბრიდან მარტის განმავლობაში - 1 537 315 ლარი; საქართველოს პარლამენტმა ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში კი - 3 041 492 ლარი. 

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ მონაცემებს ცალკეული სამინისტროების მიერ გაცემული პრემიების შესახებ: დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი, მარტი) - 85 603 ლარი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი თებერვალი) - 131 660 ლარი, სასჯელაღსრულების სამინისტრო (ოქტომბერი ტებერვალი) 150 470 ლარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ოქტომბერი -თებერვალი) 197 179 ლარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 249 389 ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი თებერვალი) 251 965 ლარი, გარემოს დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) 284 850 ლარი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) _476 270 ლარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 493 716 ლარი, ჯანდაცვის უწყება (ოქტომბერი-მარტი) 513 900 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 572 013 ლარი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) 594 890 ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ოქტომბერი-მარტი) 733 270 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 800 647 ლარი, იუსტიციის სამინისტრო (ოქტომბერი-თებერვალი) 34 552 ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოქტომბერი -მარტი) 987 006 ლარი, მთავრობის კანცელარია (ოქტომბერი-თებერვალი) 994 832 ლარი, შსს (ოქტომბერი-თებერვალი) - 1 017 710 ლარი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია (ოქტომბერი-მარტი) 1 121 478 ლარი.

 (ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია