დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივნისის ბოლოს ქუთაისს სამი ახლადმოპირკეთებული ქუჩა შეემატება
2013/06/12 12:53:18

დღეს ქუთაისის მერმა დავით კოპალიანმა, ვიცე-მერთან, მერიის ადმინისტრაციის უფროსთან და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. რაებილიტაცია ითვალისწინებს ბორდიურების და ტროტუარის მოწყობასა და მოპირკეთებას ფერადი დეკორატიული ფილებით.

„სამუშაოების  60 % უკვე შესრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ორი  –  დები იშხნელებისა და მარჯანიშვილის ქუჩების სარემონტო სამუშაოები. მათ შესასრულებლად გამოყოფილია 399 ათასი ლარი. სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს,“ – ამბობს სამშენებლო კომპანია შპს „გედი“-ს ხელმძღვანელი იური თავაძე.

ქუთაისის ახალმა მერმა, წარმომადგენლებთან ერთად, დღეს კიდევ 4  მშენებარე ობიექტი უნდა მოინახულოს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია