დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე
ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/06 15:51:38
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.
 ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429% (233220), იაპონია - 230% (53160), დიდი ბრიტანეთი - 98% (37740), საფრანგეთი - 71% (24248), ყაზახეთი - 85% (877494), ჩეხეთი - 68%(18888), ლატვია - 61% (412626), ნიდერლანდები - 46% (21993), გერმანია - 38% (136222), უკრაინა - 36%(1771928), პოლონეთი - 32% (740922), ესტონეთი - 28% (120246), რუსეთი - 28% (11511830), ისრაელი - 24% (52722,  აშშ - 3% (68620), და სხვა.   
   
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (11511830), უკრაინა (1771928),  ჩინეთი  (1117138), ყაზახეთი  (877494) და პოლონეთი (740922).  
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134 კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. 
სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია