დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ოქროსმედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინეს
2013/06/09 12:17:11

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) სტანდარტებით გაიმართა  კონკურსი, რომლის შედეგად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინო გამოვლინდა. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ  ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები: გიორგი სამანიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე - ღვინის ექსპერტი), გიორგი თევზაძე (ღვინის ეროცნული სააგენტო), სარა ებოტი (ღვინის მაგისტრი-ინგლისი), ლიზა გრანიკი (ღვინის მაგისტრი - აშშ), ფელისიტი კარტესი (ღვინის მაგისტრი - ავსტრალია) და ანტონ მოისეენკო (ღვინის ექსპერტი, ჟურნალისტი - რუსეთი).

წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი იყო  როგორც მსხვილი კომპანიების, ისე ფერმერული გაერთიანებების და გლეხური მეურნეობის 77 სახეობის ღვინო. კონკურზე საკუთარი პროდუქცია წარადგინეს  კომპანიებმა:  ,,ხარება“ , ,,ერისთავი“, ,,მონონასტრის ნობათი“ , ,,ქიმერიონი“ , ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, ,,თბილღვინო“, ,,შუმი“, ,,ბესინი“, ,,ბადაგონი“, ,, ლუკას“, ,,ვაინმენი“, ,, ქორპორაცია ქართული ღვინო“, ,,ტყუპების მარანი“, ,,წინანდლის ძველი მარანი“,  ,,ვაზი+“, ,,უსახელაურის მეღვინეობა“, ,,უსახელაური 1943“, ,,ბაბანეური“, ,,გოცაძე“, ,,გერთიანება“ ,,თემი“ , ,,დუგლაძე“,  ,,ოჯიოს მარანი“,  ,,იბერიელი“, ,,შაუბი“ და  ცალკეული გლეხების პროდუქცია.

კვალიფიციურმა ჟიურიმ 8 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში დახურული კონკურსის სახით დეგუსტაციითა და სხვადასხვა პარამეტრების გათვალისწინებით, საუკეთესო ღვინოები გამოავლინეს.

თეთრი მშრალი ღვინის კატეგორიაში ოქროს მედალი გადაეცა:    ,,თბილღვინოს“ - ქვევრის ღვინოს (ქვევრი), ,,ვაზი +“ -  რქაწითელი (ქვევრი).  ვერცხლის მედლები დაიმსახურეს კომპანიებმა: ,,ვაზი +“- ქისი (ქვევრი),  ,,ბადაგონი“ - ალავერდის ტრადიციული (ქვევრი), ,,გაერთიანება თემი“ - რქაწითელი (ქვევრი), ,,ქიმერიონი“ - მარულა, ,,მეღვინეობა ხარება“ - რქაწითელი და ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ - ჩინური.

წითელი მშრალი ღვინის კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: ,,მონასტრის ნობათი“ - საფერავი, ,,თვილღვინო“ - საფერავი, ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ - საფერავი, ,,შუმი“ - შუმი, ,,ლუკას“ - საფერავი, ,,მეღვინეობა ხარება“ - ხარება, ,,ვაზი +“ - საფერავი (ქვევრი), ,,გოცას ოკახური ღვინო“ - საფერავი (ქვევრი).

წითელი ნახევრად ტკბილი ღვინის კატეგორიაში ოქროს მედალი გადაეცა: ,,კორპორაცია ქართული ღვინო“ - ქინძმარაული.  ვერცხლის მედლები დაიმსახურეს კომპანიებმა: ,,თბილღვინო“ - ქინძმარაული, ,,ვაინმენი“ - ქინძმარაული, ,,შუმი“ - ქინძმარაული, ,,წინანდლის ძველი მარანი“ - ხვანჭკარა, ,,კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ - მუსკატი, ,,დუგლაძის ღვინის კომპანია“ - ქინძმარაული.

დღის ბოლოს, გამოფენის ფარგლებში გამართულ გალა ღონისძიებაზე  ჟიურის წევრებს სპეციალური დიპლომები გადაეცათ.გამარჯვებული კომპანიები სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა და ჟიურის წევრებმა  დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ გამოფენაში მონაწილე კომპანიების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქართველი და უცხოელი ღვინის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ჟურნალისტები.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-6 საერთაშორისო გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასოციაცია ქართული ღვინისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობს 60-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია. წარმოდგენილი იქნება როგორც საუკეთესო ქართული ღვინო, ასევე ქართული ტრადიციებით დამზადებული  ყველი სხვადასხვა რეგიონებიდან,  ადგილობრივი  რეწვის უნიკალური ნიმუშები, ღვინის აქსესუარები და ღვინის ტურიზმი.  გამოფენა 9 ივნისს დაიხურება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია