დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი: "ხელისუფლება იმ გარყვნილი პროექტის განხორციელებას არ იკადრებს".
2013/06/04 18:28:12

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების საზაფხულო პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა .

მისი განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება სტუდენტებს, მაგრამ იმ გარყვნილი პროექტის განხორციელებას, რომელიც, წინასაარჩევნოდ ხორციელდებოდა, არ იკადრებს. 
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ სტუდენტებს, მაგრამ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ის ფორმა, ის გარყვნილი პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა წინასაარჩევნოდ ამას ეს ხელისუფლება არ იკადებს, ჩვენ შევეცდებით, დავეხმაროთ უმაღლესებს, რომ დაასაქმონ სტუდენტები, დავეხაროთ მათ შემოსავლების ძიებაში, მაგრამ არა იმ ფორმით, რომლითაც ფაქტიურად ამომრჩევლის მოსყიდვა ხდებოდა - ამას არ ვიკადრებთ".

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს „საზაფხულო დასაქმების“ პროგრამის აღდგენის მოთხოვნით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია