საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წაარმატებული წევრები დაჯილდოვდნენ
2016/10/28 18:36:57

 

28ოქტომბერს ქუთაისში რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების დაჯილდოება გაიმართა. მათ გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სერთიფიკატები გადაეცათ. თუმცა მანამდე პროექტის მონაწილე ბიზნესორგანიზაციებმა სასწავლო ტრენინგები გაიარეს. წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ  შემდეგი საწარმოები: „ათინათი“, „ონიმა“, „სოფიკა“,  „ი/მ ხურციძე“,  „კოლხიდა“,  „ანტრე ბატონო“ „ ი.ლ.ჯ“,  „გურმანი“,   „ჯ.თ დიზაინ მეტალი“. 


 სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ქუთაისს სტუმრობდნენ : რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში მალხაზ ადეიშვილი და რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბების კომპონენტის კოორდინატორი საქართველოში, ნიკოლოზ ჯავშანაშვილი.


პროექტის შესახებ ვესაუბრეთ ნიკოლოზ ჯავშანაშვილს, რომელიც ქუთაისის წარმოების კლუბის  ერთ-ერთი ტრენერიც იყო:


   „ პროექტის ფარგლებში მეწარმეებს  სულ ჩაუტარდათ 6 ტრენინგი, რომლებზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ენერგორესურსების დაზოგვა, წყლის, ნედლეულის, მასალების რესურსების რაციონალური გამოყენება  და  ნარჩენების რეციკლირება.  ბოლოს საწარმოებს უნდა შეემუშავებინათ რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმები, რაც უკვე შედგენილი აქვთ. მომავალი კვირიდან პროექტის ფარგლებში განხორციელდება მონიტორინგები, რათა ვნახოთ,  ვინ რა რეკომენდაცია გაითვალისწინა და რა ეფექტი მიიღეს.


 მესამე წელია უკვე, რაც ეს პროექტი მიმდინარეობს,  ორი წელია, რაც კლუბების ფორმატზე   გადავედით. თავიდან გვიკვირდა, მერე კი მივეჩვიეთ, რომ მეწარმეებს და ადმინისტრაციას უკვე დაწყებული აქვთ ზრუნვა ხარისხზე,  ახალ ტექნოლოგიებზე, სანიტარული კუთხითაც ბევრად გაუმჯობესებული მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, საწარმოები მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ. ამ ყველაფერს კი ცდილობენ საკუთარი სახსრებით.  ჩვენ ხარვეზებთან დაკავშირებითაც გავეცით რეკომენდაციები.  ქუთაისში ამ პროექტის  განხორციელებაში დაგვეხმარა ქალაქის მერია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.


ტრენინგებზე მირებული შთაბეჭდილება და გამოცდილება გაგვიზიარა შ.პ.ს. „გურმანი“-ს წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ პოლუბანმა:

„ამ ტრენინგებმა გვასწავლა, რომ ელექტროეფექტურობით შგვიძლია ელექტროენერგიის დანაზოგის გაკეთება            . მიგვითითეს კონკრეტულ ხარვეზებზე, რასაც გამოვასწორებთ. ჩვენ ამ ყველაფერზე გვქონდა ზოგადი წარმოდგენა,  ამ ადამიანებამა კი დაგვანახეს, რომ რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, უპირველესად, ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი.“-აღნიშნა ქალბატონმა თამარმა

 

 შეგახსენებთ, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) საქართველოში ახორციელებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტს (RECP),  რომლის მიზანია, ქართულ საწარმოებში რესურსების (ენერგია, ნედლეული, წყალი) უფრო ეფექტურად გამოყენება და გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესება. პროექტი წარმოადგენს შემადგენელ კომპონენტს ევროკავშირის პროგრამისა მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

 

 ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა .. „ქუთაისის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდა ცხრა საწარმო. კლუბში გაერთიანებულმა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებმა გაიარეს ტრეინინგ კურსი და შეიმუშავეს ..რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმები. ამ გეგმების განხორციელება ხელს შეუწყობს საწარმოებს, დაზოგონ რესურსები და ნედლეული, შეამცირონ გარემოზე ზემოქმედება და ამ გზით მიიღონ ეკონომიკური სარგებელიც, მოვიდნენ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.


დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: www.recp.ge

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8278
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია