საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირის ENPARD–ის პროგრამამ პირველი გრანტის მიმღები კოოპერატივები საზოგადოებას წარუდგინა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/28 01:52:58

ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის  (ENPARD)  2012 წლის დეკემბერში  ხელმოწერილი პროგრამაა, რომელიც ევროკავშირის მიერ 52 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. პროგრამის მიზანს საკვების წარმოების ხელშეწყობა და სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრა წარმოადგენს.


გრანტების გაცემის  გარდა,  ENPARD–ი ასევე ახორციელებს საქართველოს მთვარობის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიის განხორციელებისთვის და უზრუნველყოფს ცოდნსა და უახლესი მიდგომების გაზიარებას  სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა და სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის.


აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ევროკავშირის მხარადჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო კანონი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ.


კოოპერატივი არის ბიზნესზე ორიენტირებული საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც ერთი და იგივე მეურნეობის მქონე ფერმერები კოპერატივში ერთიანდებიან. რომელიც თანამედროვე სოფლის მეურნეობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.


კოოპერატივის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი მიშელაძის, განცხადებით,  თავდაპირველად კოოპერატივის შექმნის იდეამ ფერმერებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ახალ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ENPARD–ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 700–ზე მეტმა მცირე ფერმერულმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. მათაგან მეორე ტურისთვის 200–ზე მეტი შეირჩა, რომელთაც ბიზნესზე ორიენტირებული და კარგად მომზადებული პროგრამა წარმოადგინეს. საბოლოო ჯამში, ევროპის სამეზობლო პროგრამის  სოფლისა  და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფარგლებში, 35 მცირე ფერმერული კოოპერატივი გრანტით დაჯილდოვდა. მათ საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის ტრენინგები გაიარეს და თანადაფინანსების ფარგლებში რამდენიმე ათას ლარიანი ტექნიკა მიიღეს, რომელიც გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ საკუთრებაში გადაეცემათ.


პროგრამის უკეთ გაცნობის მიზნით ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტში გრანტების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ატაშე სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში ჰუან ეჩანოვე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ლექსანდრე იოსებაშვილი, კოოპერატივის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე, უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე და კონკურსში გამარჯვებული ფერმერები ესწრებოდნენ.


იანოშ ჰერმანის განცხადებით, კოოპერატივებისთვის საგრანტო კონკურსი არის კონკრეტული ნაბიჯი მცირე ფერმერების პროდუქციის წარმოების გაზრდისა და მათთვის ბაზარზე წვდომის გამარტივების მიზნით.


შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე მცირე ფერმერულ კოოპერატივზე მომზადებული ფილმი. როგორც ფერმერები აცხადებდნენ, კოოპერატივები მათთვის ბიზნესის კეთების საუკეთესო საშუალებაა. ისინი ერთობლივი მუშაობით ახერხებენ პროდუქციის წარმოების გაზრდასა და უკეთ რეალიზებას. ამავდროულად, ისინი რამდენიმე ადგილობრივის დასაქმებას ახდენენ, სოფელში სამუშაო ადგილი კი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


როგორც კონკურსში გამარჯვებული ფერმერები აღნიშნავენ, გრანტის ფარგლებში მიღებული ტექნიკით მათ საქმიანობის უკეთ წარმართვა შეეძლებათ.


წერეთლის უნივერსიტეტში, ENPARD–ის მიერ დაფინასებულმა ფერმერებმა მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქცია წარმოადგინეს.


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კოოპერატივების ხელშეწყობა და წახალისება სამინსტროსთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.


„საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა, ამიტომ ფერმერების წახალისება მსგავსი გრანტებით მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის დაფინანსებით შექმნა  სპეციალური პროგრამა, რომელიც  კოოპერატივების ხელშეწყობას და მათ გადაიარაღებას გულისხმობს.  ამჟამად 400 ზე მეტი კოპერატივია წარმოდგენილი, რომლის ფარგლებშიც 20 000 ჰექტრი მიწის დამუშავება მოხდა“–განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.


მედიატურის ფარგლებში გასვლითი შეხვედრა  ქვიტირის თემში მდებარე ერთ–ერთ კოოპერატივში მოეწყო.  სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლები სასათბურე მეურნეობას ადგილზე გაეცნენ.


კოოპერატივი „ქვიტირი“ 2014 წელს დაფუძნდდა. ამჟამად ორი ფერმერია გაერთიანებული, რომლებიც იმედს გამოთქვამენ, რომ რაოდენობა გაიზრდება.


ერთ–ერთი ფერმერის, გოდერძი შავგულიძის განცხადებით, სასათბურე მეურნეობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამავდროულად სათბურებში, სადაც მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავთ, ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. ფერმერის განცხადებით, მოწეული პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირთ და მოსავალი ძირითადად აზერბაიჯანში და რუსეთში გააქვთ, თუმცა იმედოვნებს, რომ პროდუქციის ხარისხს გაზრდიან და ევროპულ ბაზარზეც გაყიდიან.


ევროკავშირის საელჩოს დელეგაციის წარმოამდგენლის განცხადებით, შესაძლოა მომავალ წელს საქართველოსთვის 50 მილიონი ევროს გამოიყოფა მოხდეს, საიდანაც ერთ–ერთ  მხარდასაჭერ მიმართულებად აგროკულტურის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენს,  ვინაიდან აგროკულტურის კუთხით საქართველო  დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია