დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მფარველობენ სატრანსპორტო კომპანიებს ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურში?
2013/05/13 13:03:44

გასულ კვირას №48 მიკროსაავტობუსო ხაზზე მოძრავ ერთ-ერთ მიკროავტობუსზე დასაქმებულ მძღოლსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ავანგარდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი სვლაგეზზე 40 წუთის დაგვიანებით გამოვიდა, რის გამოც მგზავრებმა პროტესტი საჯაროდ გამოთქვეს.

მათი თქმით, მომხდარი ერთჯერად ფაქტს არ წარმოადგენს და მიკროავტობუსის მძღოლების მიერ მომსახურებასთან დაკავშირებული დარღვევები სისტემურ ხასიათს ატარებს. კერძოდ, მძღოლები აკეთებენ დადგენილზე ხანგრძლივ ინტერვალებს, აცდენენ მორიგეობას და თვითნებურად იცვლიან სვლაგეზს. მასობრივი დარღვევების გამო მოქალაქეების მიერ არაერთხელ გამოთქმული პროტესტის მიუხედავად, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

„როცა საყვედურს გამოვთქვამთ, მძღოლების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას ვიღებთ. თუ არ სურთ მუშაობა, უნდა წავიდნენ,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი ლუიზა სვანიძე.

აღსანიშნავია, რომ ? 48 მიკროსაავტობუსო ხაზი ავანგარდის, კერძოდ, სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობის თხოვნით დაინიშნა. როგორც აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, მიკროავტობუსების მძღოლები  დანიშვნის დღიდან დარღვევებით მუშაობენ.  

ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურში პრობლემის შესახებ კარგად იციან და, როგორც ამბობენ, ამ მიზეზით არაერთხელ გააფრთხილეს გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელობა, თუმცა კომპანია „ავტოტრანსკორპორაციის“ მისამართით ქმედითი ღონისძიება ამ დრომდე არ გატარებულა. სამსახურის უფროსი კახა კეპულაძე ადასტურებს, რომ „ავტოტრანსკორპორაციას“ მისი მუშაობის 5 წლის მანძილზე არც ერთი საყვედური არ მიუღია.

„რაც მე ტრანსპორტის სამსახურში ვარ, არც ერთი კომპანია არ დაჯარიმებულა და არც ოფიციალური საყვედური მიუღია,“ - ამბობს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი კახა კეპულაძე.

კულუარებში დიდი ხანია არსებობს ინფორმაცია ქუთაისში სატრანსპორტო მონოპოლიებზე. კერძოდ, საუბარია „ნაციონალებისა“ და ყოფილი „ნაციონალების“ მიერ სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიაში წილების ფლობაზე. აქედან გამომდინარე, ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობა გვერდს უვლის მრავალჯერადი დარღვევის ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას.

ასევე წილების ფლობას უკავშირებენ უკვე დადასტურებულ ინფორმაციას საქალაქო ტრანსპორტზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ტრანსპორტის სამსახურში ფასების ზრდას საწვავის გაძვირებით ხსნიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1710
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია