დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა ხელფასი იზრდება
2009/09/03 15:31:32

1 სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასები, მასწავლებელთა სამუშაო სტაჟის, განათლების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით  მოიმატებს. საბაზო ხელფასი 220 ლარიდან 245 ლარამდე გაიზრდება, რაც მასწავლებელთა უმრავლესობისთვის რეალური ხელფასის 35-ლარიან ზრდას გამოიწვევს.    
მატება მნიშვნელოვნად აისახება დამრიგებელთა ანაზღაურებაზეც.  საბაზო ხელფასის გაზრდისა და სადამრიგებლო დანამატის გათვალისწინებით, სადამრიგებლო დანამატი  27 ლარიდან 63 ლარამდე გაიზარდა.  მასწავლებელთა 50%-ზე მეტი ასევე კლასის დამრიგებელიცაა, შესაბამისად, მასწავლებელთა დაახლოებით 50%-ს ხელფასი  საერთო ჯამში 70 ლარით გაიზრდება.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილების შედეგად, საბუნებისმეტყველო საგნების საათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ხელფასებიც.

გაიზარდა სასკოლო ვაუჩერის ოდენობაც: პირველ 400 მოსწავლეზე სკოლა თითო ბავშვზე 70 ლარით მეტს მიიღებს;  400-ზე ზემოთ –  55 ლარით მეტს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია