დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფელი ბეთლემი - ახალი ტურისტული ლოკაცია სენაკის მუნიციპალიტეტში
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/08/03 19:06:00

 

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეთლემში ტურისტულ-ტეკრეაციული ადგილები მოეწყო. "ჩაერთე და მართე, მიეხმარე შენს მხარეს" - კამპანიის პარგლებში უკვე გაიხსნა თოკების პარკი, ზიპლაინი და ღია ბაზრობისათვის მოწყობილი სივრცე. 


თუ როგორ გაჩნდა სოფელ ბეთლემის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენა შესაძლებელი, ამის შესახებ თვითონ იდეის ავტორს, სენაკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტს ვესაუბრეთ.

 

„გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში  სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამაც მიიღო მონაწილეობა. კონკურსის დაწყებმდე ჩვენ ჩაგვიტარდა გარკვეული ტრენინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით და სწორედ მაშინ გაჩნა ეს იდეა. მალევე წარვადგინეთ პროექტი, რომელიც მდინარე ტეხურის ტერიტორიაზე,ნოქალაქევთან ახლოს  რეკრეაციული ზონის განვითარებას ითვალისწინებდა. პრიორიტეტი იყო ის, რომ ამ ადგილოდან 3 კილომეტრიში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მუზეუმ-ნაკრძალი მდებარეობს. 

 

ციხე „გოჯი“-ს ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით , მის მიმდებარედ შევარჩიეთ სოფელი ბეთლემი, რომელიც თავის მხრივ საფუძველს ჩაუყრის რეაკრიაციული ზონის განვითარებას,რადგან აღნიშნული ტერიტორია დატვირთულია სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი ლოკაციებით,“-განაცხადა იდეის ავტორმა, მარინე კვანჭაიამ.

 

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ჩვენთან საუბარში განცხადეს სოფელ ბეთლემში კვლავ გაგრძელდება ნაკლებად ცნობილი ტურისტული ლოკაციების კეთილმოწყობა და მომავალ წელს ვიზიტორებს შეეძლებათ ნახონ ისეთი ადგილები, როგორიცაა: „ოლიმპიური აუზი“, „ბირდვოჩინგი“-ანუ ფრინველებზე დაკვირვენის პლატფორმა, ექსტრემალური  საკემპინგე ადგილები და სხვა.

 

აღნიშნული პროექტები გაეროს განვითარების პროგრამის ფინანასური მხარდაჭერით , დეცენტრალიზაციის, კარგი თვითმმართელობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანიის ფარგებში განხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია