დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესომბუდსმენი ბიზნესს კომპეტენციას უწუნებს
2013/05/10 19:52:39

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია „კომერსანტის ბიზნესკლუბში“ ჟურნალისტებს შეხვდა და ორთვიანი მუშაობის შედეგები გააცნო.

გახარიას განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გააკეთა, ძლიერი გუნდის დაკომპლექტება იყო. ჟურნალისტები რამდენიმე გახმაურებული საქმით დაინტერესდნენ, მათ შორის კომპანია “ბარამბოს“ ირგლივ შექმნილ მდგომარეობაზე. გახარიას განცხადებით ბარამბოს დაყადაღების საქმეში გარკვეული დარღვევები შეინიშნება. „ჩვენი აზრით შესაძლებელი იყო სახელმწიფო ორგანოებს შესაბამისი ზომები მიეღოთ მხოლოდ საწარმოს ნაწილზე და არ გაეჩერებინათ მთელი კომპანია,“- აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

გახარია ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას, ან მათთვის ქონების ჩამორთმევის თემასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესმენებისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით მის აპარატში დაახლოებით 10-12 საქმე განიხილება.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტიპის საქმეები ძირითადად იურიდიულად დასრულებულია და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს მათ განსაახლებლად. ერთადერთი რაც შეგვიძლია ისაა, რომ ბიზნესმენებს კონსულტაცია გავუწიოთ და შესაბამის ორგანოებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით,“- განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეხვედრის დასასრულს ბიზნესომბუდსმენმა ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებლზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეისათვის ბიზნესი ზეწოლისგან სრულიად თავისუფალია და ეკონომიკურ განვითარებაში არსებული პრობლემები დაბალ კვალიფიკაციას და სუსტ ადმინისტრირებას დაუკავშირა.

„დღეს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა არ არსებობს, თუმცა არსებობს დაბალი კომპეტენციის და ადმინისტრირების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა დამატებითი პრობლემები, ვფიქრობ, ძირითადად, ბიზნესის განვითარებას ხელს მაინც ეს უშლის,“- გვითხრა გახარიამ.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, აპარატს სურს იმუშავოს, არამხოლოდ საგადასახადო სფეროზე, არამედ კონკრეტულ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არსებულ კონფლიქტებზე.

გახარიას ინფორმაციით, აპარატში 140-145 სხვადასხვა სფეროს საქმეა შესული, თითეულ მათგანზე პირველადი მიმოხილვა დასრულებულია და შემდეგი ნაბიჯი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან მუშაობის დაწყება იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1851
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია