დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაკარგავენ თუ არა უნივერსიტეტები ავტონომიას?
2013/05/28 15:56:20

სერგო რატიანი: „განათლების კომიტეტი უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვას უჭერს მხარს“

როგორც უკვე ცნობილია, პრეზიდენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.  დღეს კი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

„ეს კანონი, რომელსაც მხარს უჭერს განათლების კომიტეტი და გასულია მესამე მოსმენით, ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას და ეხება მათ ავტონომიას. სხვა კომიტეტში არ იყო ასე, იურიდიულ კომიტეტზე, ფაქტობრივად, ყველა ჩვენი შენიშვნა იყო მხარდაჭერილი და ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ არც უმრავლესობაში არის ერთიანობა. იმიტომ რომ კოალიციის წევრებიდან ზოგი იზიარებს ჩვენს შენიშვნებს, ხოლო განათლების კომიტეტი მხარს უჭერს უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვას.“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესბის წევრმა სერგო რატიანმა.
აღნიშნულიკანონპროექტისთანახმად,უნივერსიტეტებისგაუქმებადარეორგანიზებაუნდაიყოსდაუშვებელიმათიმმართველიკოლეგიალურიორგანოსგადაწყვეტილებისგარეშედამეორე, რეგენტთასაბჭოსუფლებამოსილებაგადაეცემათუნივერსიტეტებს. ანუამითუნივერსიტეტებსმიენიჭებათუფლება, რომთვითონაირჩიონადმინისტრაციისხელმძღვანელიდათავადდაამტკიცონბიუჯეტი.

სერგო რატიანმა კი, თავის მხრივ, საკუთარი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება. სერგო რატიანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, შესყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციები განათლებისა და მეცნერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა. აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე, მიმდინარე სასესიო კვირაში შეეცდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია