დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პენსია და დახმარება იზრდება
2013/04/01 15:07:23

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით პენსიის პირველადი ზრდა 67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონრებს, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირებისა და ძალოვანი სტრუქტურის პენსიონერებს შეეხებათ. ისინი 110 ლარიდან 125 ლარამდე გაზრდილ თანხას 15 აპრილიდან მიიღებენ. ამისათვის 2013 წლის ბიუჯეტში მილიარდ 600 000 ლარია გათვალისწინებული.

რაც შეეხება გაორმაგებულ დახმარებას, მას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები ივლისიდან აიღებენ. ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე არსებული 24 ლარის ნაცვლად 48 ლარის გაცემა მოხდება.

სექტემბრიდან ყველა პენსიონერის და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე მოიმატებს. ასევე 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია.

მარჩენალდაკარგულ და პოლიტრეპრესირებულთა ოჯახების წევრთა დახმარება კი 55 ლარიდან  100 ლარამდე გაიზრდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია