დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2015/12/18 19:01:23

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

 

ბიუჯეტი საკრებულოს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ წარუდგინა. ქალაქის მერმა პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ქუთაისს გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, რომელიც ყველა სფეროზე გადანაწილდა. მისივე განცხადებით, თვითმმართველობაში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია, გამოთავისუფლებული თანხა კი ქალაქისათვის აუცილებელ პროგრამებზე გადანაწილდება.

 

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტმა 50 597 500 ლარი შეადგინა, რომელიც წლის ბოლომდე+ სავარაუდოდ, რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გადმორიცხული თანხებით რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7531
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია