დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა ელოდება ქუთაისს?
2013/03/20 15:56:05

გიორგი თევდორაძე: ქუთაისელები მათ მომავალს შიშით უყურებენ“ 

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის პირველი ნაწილი ტრადიციულად დეპუტატთა განცხადებებით დაიწყო. გიორგი თევდორაძემ საკუთარი დრო ქუთაისზე და მის პრობლემებზე საუბარს დაუთმო. მისი განცხადებით, ქუთაისის მომავალი ძალიან ბუნდოვანია.

„პრემიერმა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქუთაისში იქნება რაღაც გადამამუშავებელი ქარხანა და რაღაც უნივერსიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. იქნებ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, თუ რას უპირებს ქუთაისს ახალი მთავრობა და რა ფუნქციას მიანიჭებს მას“. - აღნიშნა თევდორაძემ.

თევდორაძის განცხადებით ქუთაისის მოსახლეობა იმ უხვი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებასაც ელოდება, რომლებიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ მისცა. მისივე თქმით, ქალაქში პრობლემურ თემად რჩება ქუთაისის წყლის რეაბილიტაცია, რომელზეც ტენდერიც იყო გამოცხადებული და არსებობს გამარჯვებული კომპანიაც, მაგრამ სამუშაოები უვადოდ არის შეწყვეტილი. თევდორაძე ასევე მოითხოვს, რომ ხიდების ნგრევის ნაცვლად, დაიწყონ მათი მშენებლობა. მისი თქმით, შეჩერებულია ჟონეთის ხიდის მშენებლობა, რომელზეც ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული.

გიორგი თევდორაძის განცხადებას უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის პროექტებზე 200 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც 2012 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

„ის, რომ ქვეყანაში ყველა მშენებლობა შეჩერებულია, სრული ტყუილია,“ - აღნიშნა ლორთქიფანიძემ. ლორთქიფანიძის განცხადებით, რამდენიმე პროექტზე მშენებლობა იმიტომ შეჩერდა, რომ პროექტში არ იყო გათვალსიწინებული ბევრი რაიმე, მათ შორის, ხარჯთაღრიცხვა. სწორეს ამიტომ მოხდა ამ მშენებლობების კონსერვაცია და მათ შორის ჟონეთის ხიდის. „ჟონეთის ხიდიდან 50 მეტრში აშენდება ახალი ხიდი და ამით გადაიჭრება ეს პრობლემა“. - ამბობს ლორთქიფანიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია