დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თელიანი ველი"-ს კიდევ ერთი გამარჯვება: ოქროს თასი, 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/05/22 19:32:08

 

„თელიანი ველი"-ს მიერ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი

 

 საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2019“- ზე წარმოდგენილმა „თელიანი ველი"-ს ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

საერთოდ, ამ კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - ოქროს თასი გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან.

„International Wine Challenge 2019“-ში 40 ქვეყნის ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელსაც 400 საერთაშორისო ღვინის ექსპერტი აფასებდა.

მთელი მსოფლიოს რჩეულ ღვინოებს შორის არის და კონკურსის უმაღლესი ჯილდო-ოქროს თასი დაიმსახურა „თელიანი ველის“ „გლეხური ქისი ქვევრი 2017"-მა.

  •  „გლეხური ქისი ქვევრი 2017“-ოქროს თასი
  • „გლეხური ქისი ქვევრი 2017“- ოქრო
  • „თელიანი ველი მანავის მწვანე 2018 - ვერცხლი
  •  გლეხური რქაწითელი ქვევრი 2017 - ვერცხლი
  • სამთავრო მწვანე 2017 - ვერცხლი
  • „თელიანი ველი საფერავი როზე 2017 ბრინჯაო
  •  გლეხური კისისხევი საფერავი ქვევრი 2017 - ბრინჯაო
  • სამთავრო თელიანი 2017 - ბრინჯაო

 

 International Wine Challenge“  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 36 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა.  The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია.

ბმული:http://www.internationalwinechallenge.com


 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია