დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური უპრეცედენტო პროექტს იწყებს
2013/03/14 13:59:57

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური იწყებს კონკურსს „კულტურული ინიციატივები“. კონკურსის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, სრული დაფინანსების მისაღებად წარმოადგინოს საკუთარი იდეა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს და გამოავლინოს საინიციატივო ჯგუფები, რომელთაც აქვთ უნარი გაააქტიურონ ქალაქში არსებული კულტურული ცხოვრება, ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.

თემურ ცამციშვილი, მერიის კულტურის, სპორტის, განათლების,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი: „ჩვენი სამსახურის ინიციატივით, გამოცხადდება კონკურსი „კულტურული ინიციატივების“ მხარდასაჭერად. პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა  76000 ლარს შეადგენს. გვექნება რამდენიმე საინტერესო სიახლე, გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად შეიქმნება 11-კაციანი კომისია. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ პროექტი აუცილებლად უნდა ეხებოდეს ქუთაისის ისტორიის და წარსულის პოპულარიზაციას, კულტურული სფეროს კონკრეტული დარგის განვითარებას. გამარჯვებულის გამოსავლენად პრიორიტეტი მიენიჭება იდეის ორიგინალურობასა  და მასშტაბურობას, პროექტის მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს, ასევე ბიუჯეტს. თუმცა, ჩვენ პროექტის დასაფინანსებელი თანხა სპეციალურად არ შევზღუდეთ, შესაძლებელია, გაიმარჯვოს ორმა დიდ ბიუჯეტიანმა, ასევე რამდენიმე მცირე პროექტმა.“ 

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და კულტურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც კულტურის სამსახურის ინიციატივა დადებითად შეაფასეს.

ნანა დოღონაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისათვის“ დამფუძნებელი: „ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობაში კულტურის სამსახურმა ძალიან საინტერესო შეხვედრა შემოგვთავაზა, რადგანაც ის პრიორიტეტები, რომლებიც მათ წელს წარმოადგინეს საინტერესოა, იმდენად, რამდენადაც ყურადღება მიექცევა ქალაქის პოპულარიზაციას, მისი კულტურული მემკვიდრეობის განვითარებასა და ხელშეწყობას. საინტერსოა ისიც, რომ წელს, მათ ეს ინიციატივა ახალი ფორმით შემოგვთავაზეს, აქცენტი გაკეთდება პროექტის ხარისხსა და ეფექტურობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა და აუცილებლად წარვადგენთ პროექტს. მეიმედება, რომ კონკურსის ფარგლებში მოვახერხებთ კულტურის სამსახურთან თანამშრომლობას და იქნება ის ეფექტური, როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის."

კონკურსი 18 მარტს დაიწყება და მსურველებს პროექტის წარსადგენად ორკვირიანი ვადა ექნებათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია